პირველი > ჭკვიანური ფუნქციები > LG ThinQ აპლიკაცია > AI სიმძლავრის მმართველი (ზოგიერთ მოდელზე/LG ThinQ)

AI სიმძლავრის მმართველი (ზოგიერთ მოდელზე/LG ThinQ)

კონდიციონერის ენერგომოხმარება ავტომატურად რეგულირდება მომხმარებლის მიერ განსაზღვრული გრაფიკისა და მიზნობრივი ენერგომოხმარების საფუძველზე.

EO ჩანს ზოგიერთი მოდელის შიდა ბლოკის ეკრანზე.

მითითება
  • AI სიმძლავრის მმართველის ფუნქციის გამოყენებისას გაგრილების სიმძლავრე შესაძლოა, შემცირდეს სიმძლავრის დარჩენილი სამიზნე მოცულობიდან გამომდინარე.

  • სამიზნე ელექტრომოხმარების გადჭარბებისას AI სიმძლავრის მმართველის ფუნქცია გაითიშება.

  • გათბობისა და ავტომატურ რეჟიმებში AI სიმძლავრის მმართველის ფუნქცია გათიშულია.

  • ენერგომოხმარება, რომელიც LG ThinQ აპლიკაციაშია ნაჩვენები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს ფაქტობრივი ენერგომოხმარებისგან, რომელიც კომუნალური გადასახადის ქვითარშია ასახული.

  • ენერგომოხმარების ინფორმაცია შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობიდან გამომდინარე.

  • ენერგომოხმარება შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა საზომი მოწყობილობების გამოყენებით გაზომილი შედეგებისგან.

  • მოწყობილობის მონტაჟის გარემოდან გამომდინარე, გაზომილი ენერგომოხმარება შეიძლება განსხვავდებოდეს.

  • გაზომილი ენერგომოხმარება შეიძლება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების გარემოდან ან გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე განსხვავდებოდეს.

  • გამოყენების დროის დაყენებისას მოწყობილობა ავტომატურად არ ჩაირთვება და გამოირთვება.

  • მაშინაც კი, როდესაც AI სიმძლავრის მმართველის ფუნქცია მოქმედებს, პირველად დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით დაყენებული ფუნქცია აისახება.

  • ფაქტობრივი გამოყენება შესაძლოა, განსხვავდებოდეს.