პირველი > ფუნქციონირება > დამატებითი პარამეტრები და ფუნქციები > ძირითადი პარამეტრების გამოყენება

ძირითადი პარამეტრების გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ პროგრამები შემდეგი ძირითადი პარამეტრების გამოყენებით:

Add Item (ჩამატება)

ამ პარამეტრით შეგიძლიათ დაამატოთ ან ამოიღოთ ტანსაცმელი სარეცხი პროგრამის დაწყების შემდეგ.

  • დააჭირეთ ღილაკს ჩამრთველი.

  • აირჩიეთ რეცხვის პროგრამა.

  • დააჭირეთ ღილაკს დაწყება/შეჩერება.

  • დააჭირეთ Add Item (ჩამატება) ღილაკს საჭიროებისამებრ.

  • გახსენით კარი მას შემდეგ, რაც ის თავად გაიხსნება და დაამატეთ ან ამოიღეთ საჭირო ტანსაცმელი.

  • დახურეთ კარი და დააჭირეთ ღილაკს დაწყება/შეჩერება.

მითითება
  • დოლურას შიგნით წყლის ან ტემპერატურის მაღალი დონისას კარი იკეტება უსაფრთხოების მიზნით. ამ დროს ტანსაცმლის დამატება შეუძლებელია.

Time Delay (რეცხვის გადავადება)

თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ეს ფუნქცია ისე, რომ მოწყობილობამ ავტომატურად დაიწყოს და დაასრულოს მუშაობა განსაზღვრული დროის ინტერვალის შემდეგ.

  • დააჭირეთ ღილაკს ჩამრთველი.

  • აირჩიეთ რეცხვის პროგრამა.

  • დააჭირეთ Time Delay (რეცხვის გადავადება) ღილაკს საჭიროებისამებრ.

  • დააჭირეთ ღილაკს დაწყება/შეჩერება.

მითითება
  • Time Delay (რეცხვის გადავადება) ღილაკის LED-ის გარდა, მართვის პანელზე ყველა LED გამორთული იქნება 20 წუთის განმავლობაში. ეს ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს შეძენილი მოდელის მიხედვით.

  • დაყოვნების დრო არის დრო პროგრამის დასრულებამდე და არა დაწყებამდე. ფაქტიური მუშაობის დრო შეიძლება იცვლებოდეს წყლის ტემპერატურიდან, ტანსაცმლის წონიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.

  • ფუნქციის შესაწყვეტად დააჭირეთ ჩამრთველი ღილაკს.

  • ამ ფუნქციისთვის არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება.