შეამოწმეთ მანძილი მოწყობილობასა და უსადენო როუტერს შორის (Wi-Fi ქსელი).
თუ მოწყობილობასა და უკაბელო როუტერს შორის მანძილი ძალიან შორია, სიგნალი სუსტი იქნება. ამ შემთხვევაში რეგისტრაცია დიდ ხანს გასტანს ან ინსტალაცია საერთოდ ვერ მოხერხდება.
გამორთეთ სმარტფონში მობილური მონაცემები ან ფიჭური მონაცემები.

დაუკავშირდით თქვენი სმარტფონით უკაბელო როუტერს.

Wi-Fi კავშირის შესამოწმებლად შეამოწმეთ, ანთია თუ არა f ხატულა მართვის პანელზე.
მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ 2,4 გჰც Wi-Fi ქსელში. თქვენი ქსელის სიხშირის შესამოწმებლად, დაუკავშირდით თქვენს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს ან მიმართეთ თქვენი როუტერის ინსტრუქციას.
LG ThinQ არ აგებს პასუხს ქსელური კავშირის პრობლემებზე ან სხვა გაუმართაობებზე, ხარვეზებზე ან შეცდომებზე, რომლებიც შეიძლება ქსელურმა კავშირმა გამოიწვიოს.
თუ ხელსაწყო Wi-Fi ქსელს ვერ უერთდება, შეიძება ის როუტერისგან ძალიან შორს დგას. სიგნალის გასაძლიერებლად შეიძინეთ Wi-Fi-ს გამამეორებელი (გამაგრძელებელი).
Wi-Fi კავშირი შეიძლება ვერ დამყარდეს ან გაწყდეს სახლის ქსელური გარემოს მიზეზით.
ქსელურმა კავშირმა შეიძლება სათანადოდ არ იმუშაოს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის გამო.
გარეშემო უსადენო გარემომ შეიძლება გამოიწვიოს უსადენო ქსელის მუშაობის შენელება.
ხელსაწყო შეიძლება ვერ დარეგისტრირდეს უკაბელო სიგნალის გადაცემის პრობლემების გამო. ამოიღეთ ხელსაწყოს სადენი როზეტიდან, დაელოდეთ წუთი და სცადეთ ახლიდან.
თუ თქვენს უკაბელო როუტერზე ჩართულია უსაფრთხოების შლუზი (firewall), გამორთეთ ის ან დაამატეთ გამონაკლისებში.
უკაბელო ქსელის სახელი (SSID) უნდა იყოს ინგლისურ ასოებისა და ნომრების კომბინაცია. (არ გამოიყენოთ სპეციალური სიმბოლოები)
სმარტფონის მომხმარებლის ინტერფეისი (UI) შესაძლებელია განსხვავდებოდეს დამოკიდებული მობილურ საოპერაციო სისტემასა (OS) და მწარმოებელთან.
თუ როუტერის უსაფრთხოების პროტოკოლი დაყენებულია WEP რეჟიმზე, მაშინ შესაძლოა, ვერ მოახერხოთ ქსელის დაყენება. შეცვალეთ უსაფრთხოების არსებული პროტოკოლი სხვა პროტოკოლით (რეკომენდირებულია WPA2) და ხელახლა დაარეგისტრირეთ პროდუქტი.