პირველი > ფუნქციონირება > მართვის პანელი > მართვის პანელი და ფუნქციები

მართვის პანელი და ფუნქციები

*1

ეს მახასიათებელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ მოდელში.

  1. Fridge

    განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა 1 °C-დან 7 °C-მდე.

    • მაცივრის ნაგულისხმევი ტემპერატურაა 3 °C.

    მითითება
    • დანადგარის შიგნით არსებული რეალური ტემპერატურა განსხვავდება საკვების სტატუსის მიხედვით, ვინაიდან მითითებული საწყისი ტემპერატურა არის სამიზნე ტემპერატურა და არა დანადგარის შიგნით არსებული რეალური ტემპერატურა.

  2. Freezer

    განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა -23 °C-დან -15 °C-მდე.

    • საყინულის ნაგულისხმევი ტემპერატურაა -18 °C.

  3. Express Cool

    ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გააგრილოს დიდი რაოდენობით ისეთი საჭმელი, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და ა.შ.

    • ეს ფუნქცია ჩართულია და გამორთულია რიგრიგობით, ღილაკზე ყოველი დაჭერისას.

    • ეს ფუნქცია ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ.

  4. Express Freeze

    ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გაყინოს დიდი რაოდენობით ყინული ან გაყინული საკვები.

    • დააჭირეთ ღილაკს Express Freeze, რათა ფუნქცია 20 საათით გაააქტიუროთ. 20 საათის გასვლის შემდეგ ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება.

    • ეს ფუნქცია ჩართულია და გამორთულია რიგრიგობით, ღილაკზე ყოველი დაჭერისას.

    • ეს ფუნქცია ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ.

  5. Lock

    დაბლოკვის ფუნქცია ეკრანის ყველა დანარჩენ ღილაკს გათიშავს.

    • მართვის პანელის ღილაკების დასაბლოკად დააჭირეთ და გეკავოთ Lock ღილაკი 3 წამის განმავლობაში, სანამ ინდიკატორის ნათურა არ აინთება და ფუნქცია არ გააქტიურდება.

    • ფუნქციის გამორთვისთვის დააჭირეთ და გეკავოთ Lock ღილაკი 3 წამის განმავლობაში, სანამ ინდიკატორის ნათურა არ ჩაქრება და ფუნქციის დეაქტივაცია არ განხორციელდება.

მითითება
  • ნაჩვენები ტემპერატურა წარმოადგენს სამიზნე ტემპერატურას და არა ფაქტობრივ ტემპერატურას მოწყობილობის შიგნით.

  • მოწყობილობის შიგნით არსებული ფაქტობრივი ტემპერატურა შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: ოთახის ტემპერატურა, საკვების რაოდენობა და კარის გაღების სიხშირე, სად დგას მოწყობილობა. ტემპერატურა ამ ფაქტორების გათვალისინწებით დააყენეთ.

  • მართვის პანელი ავტომატურად ითიშება ენერგიის დასაზოგად.

  • როდესაც მოწყობილობა ენერგიის დაზოგვის რეჟიმშია, ეკრანი გამორთული რჩება კარის გაღებამდე ან ღილაკზე დაჭერამდე. ჩართვის შემდეგ ეკრანი 20 წამის განმავლობაშია ანათებს.

  • გაწმენდის დროს, მართვის პანელთან თითის ან კანის შეხების შემთხვევაში, შეიძლება ჩაირთოს ღილაკის ფუნქცია.

  • მხოლოდ ფუნქციური მიზნებიდან გამომდინარე, ეს მოწყობილობა შეიცავს დამამიწებელ სადენს.