ეს მახასიათებელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ მოდელში.
დაიჭირეთ ყინულის ფორმის სახელური და ამოქაჩეთ.
აავსეთ ყინულის ფორმა წყლით ნიშნულამდე.
ფრთხილად დააბრუნეთ ყინულის ფორმა თავის ადგილზე.
ყინულის აპარატის სახელური საათის მიმართულებით დაატრიალეთ.
ყინულის გამოსაყენებლად ოდნავ წამოსწიეთ ყინულის შესანახი სათლი და გამოიღეთ.
აავსეთ ყინულის ფორმა ონკანის წყლით და მოათავსეთ საყინულე განყოფილებაში.
წყლის გაყინვის შემდეგ ბოლოებზე მოჰკიდეთ ხელი ყინულის ფორმას და რბილად გადააბრუნეთ.
თუ მას არ იყენებთ, შეგიძლიათ, ამოიღოთ ყინულის აპარატი ან ყინულის შესანახი სათლი შიგნით მეტი სივრცის დასატოვებლად.