პირველი > ჭკვიანური ფუნქციები > LG ThinQ აპლიკაცია > LG ThinQ აპლიკაციის ინსტალაცია და LG მოწყობილობის დაკავშირება

LG ThinQ აპლიკაციის ინსტალაცია და LG მოწყობილობის დაკავშირება

მოდელები QR კოდით

დაასკანირეთ პროდუქტზე მიმაგრებული QR კოდი კამერის ან თქვენს სმარტფონზე QR კოდების წამკითხველის აპლიკაციის გამოყენებით.

მოდელები QR კოდის გარეშე

  • მოძებნეთ და დააინსტალირეთ LG ThinQ აპლიკაცია Google Play Store-დან ან Apple App Store-დან სმარტფონზე.

  • გაუშვით LG ThinQ აპლიკაცია და შედით თქვენი არსებული ანგარიშით ან შექმენით LG ანგარიში შესასვლელად.

  • შეეხეთ დამატებას (~) ღილაკს LG ThinQ აპლიკაციაში თქვენი LG მოწყობილობის დასაკავშირებლად. პროცესის დასასრულებლად მიჰყევით აპლიკაციაში მითითებებს.

მითითება
  • Wi-Fi კავშირის შესამოწმებლად ნახეთ, განათებულია თუ არა მართვის პანელზე Wi-Fi სიმბოლო.

  • მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ 2,4 გჰც Wi-Fi ქსელზე. თქვენი ქსელის სიხშირის შესამოწმებლად, დაუკავშირდით თქვენს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს ან ისარგებლეთ თქვენი უსადენო როუტერის სახელმძღვანელოთი.

  • LG ThinQ არ არის პასუხისმგებელი ქსელის კავშირის რაიმე პრობლემაზე ან ქსელის კავშირით გამოწვეულ რაიმე წუნზე, დაზიანებასა თუ შეცდომაზე.

  • გარეშემო უსადენო გარემომ შეიძლება გამოიწვიოს უსადენო ქსელის მუშაობის შენელება.

  • თუ მოწყობილობასა და უკაბელო როუტერს შორის მანძილი ძალიან შორია, სიგნალი სუსტი იქნება. ამ შემთხვევაში დაკავშირება დიდ ხანს გასტანს ან ინსტალაცია საერთოდ ვერ მოხერხდება.

  • თუ ხელსაწყო Wi-Fi ქსელს ვერ უერთდება, შეიძება ის როუტერისგან ძალიან შორს დგას. სიგნალის გასაძლიერებლად შეიძინეთ Wi-Fi-ს გამამეორებელი (გამაგრძელებელი).

  • ქსელურმა კავშირმა შეიძლება სათანადოდ არ იმუშაოს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის გამო.

  • Wi-Fi კავშირი შეიძლება ვერ დამყარდეს ან გაწყდეს სახლის ქსელური გარემოს მიზეზით.

  • ხელსაწყო შეიძლება ვერ დაკავშირდეს უკაბელო სიგნალის გადაცემის პრობლემების გამო. ამოიღეთ ხელსაწყოს სადენი როზეტიდან, დაელოდეთ წუთი და სცადეთ ახლიდან.

  • თუ თქვენს უკაბელო როუტერზე ჩართულია უსაფრთხოების შლუზი (firewall), გამორთეთ ის ან დაამატეთ გამონაკლისებში.

  • უკაბელო ქსელის სახელი (SSID) უნდა იყოს ინგლისურ ასოებისა და ნომრების კომბინაცია. (არ გამოიყენოთ სპეციალური სიმბოლოები)

  • სმარტფონის მომხმარებლის ინტერფეისი (UI) შესაძლებელია განსხვავდებოდეს დამოკიდებულია მობილურის ოპერაციულ სისტემასა (OS) და მწარმოებელზე.

  • თუ როუტერის უსაფრთხოების ოქმი დაყენებულია WEP-ზე, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ქსელის გამართვა. შეცვალეთ ის სხვა უსაფრთხოების ოქმებით (WPA2 რეკომენდებულია) და ხელახლა შეუერთეთ პროდუქტი.