მიკროტალღური ღუმელი მოათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე, რომლის სიმაღლე 85 სმ-ზე მეტია.
გადმოვარდნის თავიდან ასაცილებლად ღუმლის წინა მხარე კიდიდან მინიმუმ 8 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.
სათანადო ვენტილაციისთვის ღუმლის ზემოდან მინიმუმ 20 სმ, გვერდებიდან 20 სმ და ღუმლის უკანა მხარეს 20 სმ დატოვეთ.
ღუმლის გარშემო ჰაერის თავისუფალი მოძრაობა მნიშვნელოვანია.
გამომშვები ღიობი ღუმლის ქვედა ან გვერდითა მხარეს მდებარეობს. თუ მიკროტალღურ ღუმელს დახურულ სივრცეში ან კარადაში იყენებთ, პროდუქტის გაგრილებისთვის საჭირო ჰაერის ნაკადი შეიძლება გაუარესდეს. ამან შეიძლება დაბალი ეფქტურობა და მომსახურების ვადის შემცირება გამოიწვიოს.

მბრუნავი რგოლი ღუმელში მოათავსეთ და მასზე შუშის ლანგარი დადეთ.
ჩართეთ ჩანგალი როზეტში.
ღუმლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ დაბლოკოთ გამოსასვლელი.
დარწმუნდით, რომ მიკროტალღური ღუმელი ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც როზეტშია ჩართული.
თუ ღუმელი გამართულად არ მუშაობს, გამორთეთ იგი როზეტიდან და შემდეგ ისევ ჩართეთ.
არ განათავსოთ ღუმელი გაზის ან ელექტრო ქურის თავზე.
მომზადების დროის პარამეტრი უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ მიკროტალღურ ღუმლებში (700 ვტ, 800 ვტ), რისი მიზეზიც პროდუქტის შედარებით მაღალი გამომავალი სიმძლავრეა.