პირველი > ფუნქციონირება > მომზადების რეჟიმი > მომზადების პოპულარული რეჟიმი

მომზადების პოპულარული რეჟიმი

ეს ფუნქცია ამზადებს პოპულარულ საკვებს.

  • დააჭირეთ ღილაკს გაჩერება/გასუფთავება.

  • დააჭირეთ ღილაკს ინვერტორული მომზადება, ვიდრე 2 არ გამოჩნდება ეკრანზე და დააჭირეთ ღილაკს დაწყება/შესვლა.

  • აირჩიეთ მენიუს სასურველი კოდი, რისთვისაც გამოიყენეთ მეტი/ნაკლები და დააჭირეთ ღილაკს დაწყება/შესვლა.

მომზადების პოპულარული მენიუ

2-1 ბორში (1,7 კგ)

ინგრედიენტები

  • 300 გ ძროხის ხორცი, დაჭრილი ნაჭრებად

  • 100 გ კომბოსტო, დაჭრილი

  • 1 კარტოფილი, დაჭრილი

  • 1 პომიდორი, დაჭრილი

  • 1 კბილი ნიორი, დაჭრილი

  • 0,5 ჭარხალი, დაჭრილი

  • 0,5 სტაფილო, დაჭრილი

  • 0,5 ხახვი, წვრილად დაჭრილი

  • 2 ჭიქა წყალი ან ბულიონი

  • 3 ს/კ ახალი მწვანილი, დაჭრილი

  • 1 ს/კ ტომატის პასტა

  • 1 ჩ/კ ძმარი

  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: ოთახის

  • ჭურჭელი: მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად უსაფრთხო თასი

  • შეურიეთ ინგრედიენტები და კარგად მოურიეთ.

  • დაფარეთ პლასტმასის ვენტილირებადი საფარით.

  • მომზადების დროს ორჯერ მაინც აურიეთ.

2-2 წიწიბურას ფაფა (0,3 კგ)

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: ოთახის

  • ჭურჭელი: მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად უსაფრთხო თასი

  • გარეცხეთ 300 გ წიწიბურა და გაწურეთ.

  • დაამატეთ 600 მლ წყალი და მარილი.

  • დაფარეთ პლასტმასის ვენტილირებადი საფარით.

  • დავარგების დრო: 15 წუთი

2-3 თევზი (1,7 კგ)

ინგრედიენტები

  • 500 გ ვირთევზა, ნაჭრებად დაჭრილი

  • 2 დაჭრილი კარტოფილი

  • 1 დაჭრილი ხახვი

  • 1 დაჭრილი სტაფილო

  • 2 ჭიქა წყალი ან ბულიონი

  • 2 დაფნის ფოთოლი

  • 0,25 ჭიქა არაყი

  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: ოთახის

  • ჭურჭელი: მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად უსაფრთხო თასი

  • შეურიეთ ინგრედიენტები და კარგად მოურიეთ.

  • დაფარეთ პლასტმასის ვენტილირებადი საფარით.

  • მომზადების დროს ორჯერ მაინც აურიეთ.

2-4 კარტოფილი მუნდირში (0,2-1,0 კგ, თითო 180-220 გ)

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: ოთახის

  • ჭურჭელი: სამზარეულოს ქაღალდი

  • გარეცხეთ კარტოფილი და გააშრეთ სამზარეულოს ქაღალდით.

  • თითოეული კარტოფილი ჩანგლით გახვრიტეთ 8-ჯერ.

  • დავარგების დრო: 3 წუთი

2-5 ჩაშუშული ხორცი (1 კგ)

ინგრედიენტები

  • 400 გ ქათამი, ნაჭრებად დაჭრილი

  • 2 დაჭრილი კარტოფილი

  • 1 დაჭრილი ხახვი

  • 1 პომიდორი, დაჭრილი

  • 100 გ კომბოსტო, დაჭრილი

  • 1 ს/კ მაიონეზი

  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: ოთახის

  • ჭურჭელი: მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად უსაფრთხო თასი

  • შეურიეთ ქათმის ნაჭრები, მაიონეზი, მარილი და პილპილი.

  • დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები დიდ თასში და კარგად აურიეთ.

  • დაფარეთ პლასტმასის ვენტილირებადი საფარით.

2-6 შებოლილი ხორცის სუპი (1,7 კგ)

ინგრედიენტები

  • 100 გ დაჭრილი ძეხვი

  • 1 დაჭრილი ხახვი

  • 1 პომიდორი, დაჭრილი

  • 3 მჟავე კიტრი, დაჭრილი

  • 10 უკურკო ზეთისხილი, დაჭრილი

  • 2 ს/კ ტომატის პასტა

  • 3 ჭიქა წყალი ან ბულიონი

  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: ოთახის

  • ჭურჭელი: მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად უსაფრთხო თასი

  • შეურიეთ ინგრედიენტები და კარგად მოურიეთ.

  • დაფარეთ პლასტმასის ვენტილირებადი საფარით.

2-7 პელმენი (0,3 კგ)

ინგრედიენტები

  • 15-20 ცალი გაყინული პელმენი

  • 2,5 ჭიქა წყალი

  • 1 დაფნის ფოთოლი

  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: გაყინული

  • ჭურჭელი: მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად უსაფრთხო თასი

  • შეურიეთ ინგრედიენტები და კარგად მოურიეთ.

  • დაფარეთ პლასტმასის ვენტილირებადი საფარით.

2-8 კალმახი ბოსტნეულით (0,3 კგ)

ინგრედიენტები

  • 250 გრ კალმახის ფილე

  • 50 გრ გაყინული შერეული ბოსტნეული

  • 10 გრ კარაქი

  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ინსტრუქციები

  • საწყისი ტემპერატურა: ოთახის

  • ჭურჭელი: მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად უსაფრთხო თეფში

  • საცხობ ქაღალდს წაუსვით კარაქი.

  • კალმახს მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი.

  • დაბასტურმებული კალმახის ხორცი და გაყინული ბოსტნეული მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და დააფარეთ.