ღუმელგამძლე შუშა: შუშის თერმომედეგი ჭურჭლის გამოყენება მიკროტალღურ ღუმელში უსაფრთხოა. ეს მოიცავს ნაწრთობი შუშის ყველა ბრენდის ჭურჭელს. თუმცა არ გამოიყენოთ შუშის ისეთი მყიფე ჭურჭელი, როგორიცაა ღვინის ჭიქები, რადგან ისინი შეიძლება საკვების გაცხელებისას გატყდეს.
თიხა და გამომწვარი თიხა: გამოიყენეთ თასები, ფინჯნები, სერვირების თეფშები, თიხის ჭურჭელი, გამომწვარი თიხა, კერამიკა და თეფშები ლითონის ფერსოს გარეშე. ამ მასალისგან დამზადებული ბევრი კონტეინერი უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად, მაგრამ გამოყენებამდე ისინი გატესტეთ.
პლასტიკი
პლასტიკის შესანახი კონტეინერები: მათი გამოყენება შეიძლება ისეთი საკვების შესანახად, რომელიც სწრაფად უნდა გაცხელდეს. თუმცა ისინი არ უნდა გამოიყენოთ ისეთი საკვების შესანახად, რომელსაც დიდი დრო დასჭირდება ღუმელში, რადგან ცხელი საკვები საბოლოოდ ფორმას შეუცვლის ან გაადნობს პლასტმასის კონტეინერებს.
პლასტიკის პაკეტები საჭმლის მოსამზადებლად: იმ პირობით, რომ ისინი სპეციალურადაა დამზადებული კერძების მოსამზადებლად, პლასტიკის პაკეტები უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად. არ დაგავიწყდეთ პაკეტში ჭრილის გაკეთება, რათა ორთქლი გარეთ გამოდიოდეს. არასოდეს არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი პლასტმასის პარკები მიკროტალღურ ღუმელში კერძის მოსამზადებლად, რადგან ისინი დნება და იხევა.
პლასტიკის ჭურჭელი მიკროტალღური ღუმლისთვის: ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმისა და ზომის მიკროტალღური ჭურჭელი. თქვენ იმ ნივთების გამოყენებას შეძლებთ, რომლებიც უკვე გაქვთ ხელთ იმის ნაცვლად, რომ სამზარეულოს ახალ აღჭურვილობაში განახორციელოთ ინვესტირება.
ქაღალდი: გამოიყენეთ ქაღალდის პირსახოცები, გასანთლული ქაღალდი, ქაღალდის ხელსახოცები და ქაღალდის თეფშები ლითონის ფერსოს ან ნახატის გარეშე. ქაღალდის თეფშები და კონტეინერები მოსახერხებელი და უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად იმ პირობით, რომ მომზადების დრო მცირეა, ხოლო მოსამზადებელი კერძი დაბალცხიმიანი და ტენიანია. ქაღალდის პირსახოცები ასევე ძალიან სასარგებლოა საკვების შესაფუთად და იმ ტაფებზე დასაფენად, რომლებზეც ისეთ ცხიმიან საკვებს ამზადებენ, როგორიცაა ბეკონი. ზოგადად, მოერიდეთ ფერადი ქაღალდის ნაწარმს, რადგან ფერი შეიძლება გადავიდეს. ქაღალდის გადამუშავების ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მინარევებს, რაც მიკროტალღურ ღუმელში გამოყენებისას აალებას ან ხანძარს გამოიწვევს.
სუფრის ჭურჭელი: თიხის, ნაწრთობი თიხისა და კერამიკისგან დამზადებული მრავალი კონტეინერი ასევე უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად. თუ ეჭვი გაქვთ, გაეცანით მწარმოებლის ლიტერატურას ან ჩაატარეთ მიკროტალღური ტესტი. არ ჩადოთ ღუმელში მოხატული თეფშები, რადგან საღებავი შეიძლება ლითონს შეიცავდეს და აალება გამოიწვიოს.