კ: რა არ არის რიგზე, როდესაც ღუმელში შუქი არ ანთია?
პ: შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ღუმელში შუქი არ ანთია. ან ნათურა გადაიწვა, ან ელექტრული წრედი გამოვიდა მწყობრიდან.
კ: აღწევს თუ არა მიკროტალღური ენერგია კარის სანახავ ეკრანში?
პ: ხვრელები, ანუ პორტები ისეა შექმნილი, რომ შუქი გაატაროს; ისინი არ ატარებს მიკროტალღურ ენერგიას.
კ: რატომ გაისმის ხმოვანი სიგნალი მართვის პანელის ღილაკზე შეხებისას?
პ: ხმოვანი სიგნალი ადასტურებს, რომ პარამეტრი სწორად არის შეყვანილი.
კ: დაზიანდება თუ არა მიკროტალღური ფუნქცია, თუ ის ცარიელი იმუშავებს?
პ: არასოდეს არ ამუშაოთ ის ცარიელი.
კ: რატომ სკდება კვერცხები ხანდახან?
პ: კვერცხების გამოცხობის, შეწვის ან ხარშვისას გული შეიძლება იმის გამო გასკდეს, რომ ორთქლი დაგროვდება ყვითელი მემბრანის შიგნით. ამის თავიდან ასაცილებლად მომზადებამდე გული, უბრალოდ, გახვრიტეთ. არასოდეს არ მოამზადაოთ ნაჭუჭიანი კვერცხი მიკროტალღურ ღუმელში.
კ: რატომ არის რეკომენდებული დავარგების დრო მიკროტალღურ ღუმელში მომზადების დასრულების შემდეგ?
პ: მიკროტალღურ ღუმელში მომზადების დასრულების შემდეგ საკვები აგრძელებს მომზადებას დავარგების პერიოდში. ეს დავარგება ამთავრებს მომზადებას თანაბრად მთელ კერძში. დავარგების დრო დამოკიდებულია საკვების სიმკვრივეზე.
კ: რატომ არ ამზადებს ჩემი ღუმელი ყოველთვის ისე სწრაფად, როგორც კულინარიის სახელმძღვანელოშია ნათქვამი?
პ:
კიდევ ერთხელ შეამოწმეთ კულინარიის სახელმძღვანელო, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად იცავთ ინსტრუქციებს და ნახეთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ცვალებადობა მომზადების დროში.
კულინარიის სახელმძღვანელოს დრო და სითბოს პარამეტრები არის რეკომენდაციები, რომლებიც არჩეულია ზედმეტი მომზადების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ამ ღუმელთან შეგუებისას.
პროდუქტების ზომის, ფორმის, წონისა და გაბარიტების ცვალებადობა მომზადების უფრო მეტ დროს მოითხოვს.
კულინარიულ რეკომენდაციებთნ ერთად თქვენი საკუთარი განსჯა გამოიყენეთ პროდუქტების მდგომარეობის შესამოწმებლად ისევე, როგორც ამას გააკეთებდით ჩვეულებრივი გაზქურის შემთხვევაში.
კ: რატომ ჩნდება სიტყვა „cool“ ან მომზადების დარჩენილი დრო ეკრანზე ვენტილატორის ხმასთან ერთად მიკროტალღურ ღუმელში მომზადების დასრულების შემდეგ?
პ: მომზადების დასრულების შემდეგ ვენტილატორი შეიძლება ღუმლის გასაგრილებლად ჩაირთოს. ეკრანზე გამოჩნდება Cool. თუ კარს გააღებთ ან ერთხელ დააჭერთ ღილაკს გაჩერება ან გაჩერება/გასუფთავება მომზადების დროის ამოწურვამდე, ეკრანზე მომზადების დარჩენილი დრო გამოჩნდება. ეს გაუმართაობა არ არის.