პირველი > უსაფრთხოების ინსტრუქცია > გაფრთხილება > ფუნქციონირება

ფუნქციონირება

  • გამოიყენეთ მტვერსასრუტი მხოლოდ ამ სახელმძღვანელოში აღწერილი წესების მიხედვით. გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული აქსესუარები.

  • ეს მტვერსასრუტი განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებში გამოსაყენებლად და არა ისეთ სივრცეებში, როგორიცაა:

    • არასაცხოვრებელი, კომერციული სივრცეები ან სამრეწველო გამოყენება;

    • გარე ადგილები, ავტოფარეხის ან სველი ზედაპირები.

  • არ აიღოთ დენის კაბელი, შტეფსელი ან მტვერსასრუტი სველი ხელებით.

  • არასოდეს გამორთოთ მოწყობილობა დენის კაბელის მოქაჩვის გზით. ყოველთვის მოუჭირეთ დენის შტეფსელს და გამოიღეთ როზეტიდან. დარწმუნდით, რომ თქვენი თითები არ ეხება შტეფსელს.

  • ნუ გაჭიმავთ კაბელს ზედმეტად და ნუ მოათავსებთ მძიმე ობიექტის ქვეშ.

  • არ დააზიანოთ, შეცვალოთ, ზედმეტად მოღუნოთ, გადაატრიალოთ, გაჭიმოთ, დააჭიროთ ან გააცხელოთ დენის კაბელი.

  • მოწყობილობის გამოყენებისას ფრთხილად იყავით, რომ თავიდან აიცილოთ მსხვრევად ობიექტებთან შეჯახება. მოაშორეთ სხვა მოწყობილობების დენის კაბელები გასაწმენდი ადგილიდან.

  • წყლის გაჟონვის შემთხვევაში, გათიშეთ დენის წყაროდან და დაუკავშირდით LG Electronics მომხმარებელთა საინფორმაციო ცენტრს.

  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა მაგიდა ან კიბეები, სადაც მტვერსასრუტი შეიძლება დაეცეს.

  • მხოლოდ LG Electronics-ის კვალიფიციურ ტექნიკოსებს ან მომსახურე პერსონალს შეუძლია დაშალოს, შეაკეთოს ან შეცვალოს მოწყობილობა.

  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი სითხეების (წყალი, სასმელები და ა.შ.), სურნელოვანი ნივთიერებების (კანფეტები, შოკოლადი, შინაური ცხოველების ექსკრემენტები და ა.შ.), მეტალის საგნების (ბასრი პირები, ქინძისთავები და ა.შ.), აალებადი ნივთიერებების, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ან მინის ნამსხვრევების გასაწმენდად.

  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი ბასრი პირების, ნახერხის, ბასრი საგნების ან ცხელი ან ცივი ფერფლის გასაწმენდად.

  • ტანსაცმელი, თმა, თითები ან სხეულის სხვა ნაწილები მტვერსასრუტის ღიობებსა და მოძრავი ნაწილებს მოარიდეთ.

  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი შემწოვის ან გამშვების დაბლოკილ მდგომარეობაში.

  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი დახურულ სივრცეში, სადაც არის ორთქლი საღებავების გამათხელებლისგან, ჩრჩილისგან დამცავი ნივთიერებებისგან, აალებადი მტვრისგან ან სხვა ფეთქებადი ან ტოქსიკური მასალებისგან.

  • არ მიაყრდნოთ მტვერსასრუტი კედლებს, სკამებს ან მაგიდებს.

  • თუ სახლში გაზის გაჟონვა შეინიშნება (იზობუტანი, პროპანი, ბუნებრივი აირი და ა.შ.), არ შეეხოთ მტვერსასრუტს ან დენის შტეფსელს და გააღეთ კარები ან ფანჯრები, რომ ადგილი დაუყოვნებლივ გაანიავოთ.

  • დაუყოვნებლივ გამორთეთ მტევრსასრუტი დენიდან და დაუკავშირდით LG Electronics-ის მომხმარებელთა საინფორმაციო ცენტრს, თუ შეამჩნევთ უცნაურ ხმას, სუნს ან კვამლს, რომელიც გამოდის მოწყობილობიდან.

  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი მტვრის კონტეინერისა და ფილტრების გარეშე.

  • გათიშვამდე გამორთეთ ყველა მართვის საშუალება.

  • მტვერსასრუტის გადაადგილებისას არ დაიჭიროთ კონტეინერის სახელური. მოკიდეთ ხელი გადაადგილების სახელურებს.