ეს მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას 8 წლიდან და ზემოთ ასაკის ბავშვების მიერ და ფიზიკური, შეხების ან გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობის მქონე ან გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობის მქონე პირების მიერ, თუ ისინი უზრუნველყოფილი არიან ზედამხედველობით ან ინსტრუქციით უსაფრთხო ხმარებაზე და გაცნობიერებულები არიან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ მოწყობილობასთან. ბავშვების მიერ რეცხვა და მოვლა-პატრონობა არ უნდა განხორციელდეს ზედამხედველობის გარეშე.
3 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები უნდა იყონ მოწყობილობისგან მოშორებით ან გამუდმებით ზედამხედველობის ქვეშ.
შემავალი წყლის წნევა უნდა იყოს 50 და 800 კპა.
გამოიყენეთ ახალი შლანგი ან შლანგი, რომელიც მოყვა მოწყობილობას კომპლექტში. ძველი შლანგის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის გაჟონვა და შემდეგად ქონებრივი ზიანი.
სავენტილაციო ღიობები არ უნდა იყოს დაბრკოლებული ხალიჩით.
ხელსაწყოში არ გააშროთ გაურეცხავი საგნები.
კონდიციონერები ან მსგავსი პროდუქტები უნდა იქნას გამოყენებული როგორც განსაზღვრულია თავიანთ ინსტრუქციაში.
ამოიღეთ ჯიბეებიდან ყველა ობიექტი, როგორიცაა, სანთებელა და ასანთი.
არასოდეს შეწყვიტოთ ხელსაწყო საშრობი ციკლის დამთავრებამდე, გარდა შემთხვევისა, როცა საჭიროა საგნების გაშლა ცხელი ჰაერის გადანაწილებისთვის.
ქიმწმენდის შემთხვევაში, საშრობი არ გამოიყენება.
საგნები, გაჭუჭყიანებული ისეთი სუბსტანციებით, როგორიცაა: ერბო, მცენარეული ზეთი, აცეტონი, ალკოჰოლი, ნავთობპროდუქტები, ნავთი, ლაქების ამომყვანი, სკიპიდარი, მაზუთი და მაზუთის ამომყვანი — ხელსაწყოში გაშრობამდე, უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით.
კონდენსატის წყალი არ არის დასალევი. მისმა მიღებამ შეიძლება საკვებით გამოწვეული დაავადებები გამოიწვიოს.
თუ კვების კაბელი დაზიანებულია, შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მისი შეცვლა მწარმოებლის, სერვისცენტრის ან კვალიფიციური სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს.
ბუსუსების ფილტრი ხშირად უნდა გაიწმინდოს.
მოწყობილობის გარშემო არ უნდა დაგროვდეს ბუსუსები.
არ შეასხათ ქიმწმენდის სითხე პირდაპირ მოწყობილობაზე და არ გამოიყენოთ მოწყობილობა ისეთი ტანსაცმლის გასაშრობად, რომელიც ქიმწმენდის სითხით არის დამუშავებული.
არ გააშროთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ზეთოვანი ნივთიერებებით არის დაბინძურებული. ზეთოვანი ლაქები (მათ შორის საკვები ზეთები) წყლით რეცხვის შემდეგაც შეიძლება სრულად არ მოცილდეს.
მოწყობილობა არ უნდა იყოს მიერთებული გარე ჩამრთველ მოწყობილობაზე (მაგ., ტაიმერზე) ან ისეთ წრეზე, რომელიც რეგულარულად ითიშება და ირთვება.
გაშრობის დასრულების შემდეგ ან გაშრობის პროცესში ელექტროენერგიის გამორთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ ამოიღეთ ტანსაცმელი პროდუქტიდან. გამხმარი ტანსაცმლის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. გაშრობის შემდეგ მოწყობილობაში ტანსაცმლის დატოვებამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. გაშრობის შემდეგ დაუყოვნებლივ ამოიღეთ ტანსაცმელი და შემდეგ ჩამოკიდეთ ან დადეთ გასაგრილებლად.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებში გამოსაყენებლად.