პირველ გარეცხვამდე აირჩიეთ ბამბა რეცხვის პროგრამა და დაამატეთ სარეცხი საშუალების დოზის ნახევარი. აამუშავეთ მოწყობილობა ტანსაცმლის გარეშე. ეს წარმოებისას სავარაუდოდ ჩარჩენილ ნარჩენებს და წყალს გამოიტანს დოლურადან.
საჭიროებისამებრ, დაალაგეთ ტანსაცმელი ქსოვილის ტიპის, დაბინძურების დონის, ფერისა და ჩატვირთვის რაოდენობის მიხედვით.
გააღეთ კარი და ჩატვირთეთ სამოსი.
კარის დახურვამდე დარწმუნდით, რომ ყველა ტანსაცმელი და ნივთი დოლურას შიგნით იყოს მოხვედრილი და არ იყოს ჩამოკიდებული კარის რეზინის ლუქზე, სადაც შეიძლება გაიჭედოს კარის დახურვისას. ამის შეუსრულებლობა გამოიწვევს კარის ლუქის და ტანსაცმლის დაზიანებას.

დახურეთ კარი.
ამოიღეთ საგნები კარის ლუქიდან, რათა თავიდან აიცილოთ ტანსაცმლისა და კარის ლუქის დაზიანება.

დაამატეთ სარეცხი საშუალება ან დამარბილებელი.
დაამატეთ სარეცხი საშუალების დისპენსერში საჭირო რაოდენობის სარეცხი საშუალება. სარეცხი საშუალების უჯრის შესაბამის განყოფილებაში მათეთრებელი ან კონდიციონერი დაამატეთ.
დააჭირეთ ჩართვა/გამორთვა ღილაკს და ჩართეთ მოწყობილობა.
აირჩიეთ სასურველი ციკლი.
ციკლის ასარჩევად ციკლის ღილაკს ზედიზედ დააჭირეთ.
ახლა შეარჩიეთ რეცხვის ტემპერატურა და ბრუნვის სიჩქარე. ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის მოვლის ეტიკეტს თქვენს ტანსაცმელზე.
დაიწყეთ ციკლი.
ციკლის დაწყებისთვის დაწყება/პაუზა ღილაკს დააჭირეთ. სარეცხი მანქანა უწყლოდ იტრიალებს, რათა ჩადებული სარეცხი აწონოს. თუ დაწყება/პაუზა ღილაკს გარკვეული დროის განმავლობაში არ დააჭერთ, მოწყობილობა გამოირთვება და პარამეტრები წაიშლება.
ციკლის დასასრული.
ციკლის დასრულების შემდეგ გაისმება მელოდია. დაუყოვნებლივ ამოიღეთ სარეცხი, რომ შეამციროთ დაკუჭვა.