პირველი > ხარვეზების აღმოფხვრა > საშრობი > წარმადობა

წარმადობა

ტანსაცმლის გაშრობას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

მიზეზი

ჩატვირთვა არ არის სათანადოდ დახარისხებული.

გადაჭრა
  • გამოყავით მძიმე ნივთები მსუბუქებისგან. დიდი და მძიმე ნივთების შრობას უფრო დიდი ხანი სჭირდება. ვინაიდან რადგან მსუბუქი ნივთები უფრო სწრაფად შრება, მათი და მძიმე ნივთების ერთად თავმოყრამ სენსორი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს.

მიზეზი

დიდი ზომის ჩატვირთვა ან მძიმე მატერია.

გადაჭრა
  • მძიმე ქსოვილების გაშრობას უფრო დიდი ხანი სჭირდება, რადგან ისინი მეტ ტენიანობას ინარჩუნებენ. დიდი და მძიმე ქსოვილების გაშრობის დროის შემცირებისა და თანმიმდევრულობისთვის, ისინი ერთგვაროვანი ზომის მცირე დატვირთვებად გაანაწილეთ.

მიზეზი

მოწყობილობის პარამეტრები სწორად არ არის დაყენებული.

გადაჭრა
  • გამოიყენეთ იმ ტიპის დატვირთვის შესაბამისი პარამეტრები, რომელსაც ამჟამად აშრობთ. სწორი შედეგის მისაღებად, ზოგიერთი დატვირთვა შესაძლოა გაშრობის დონის კორექტირებას საჭიროებდეს.

მიზეზი

ბუსუსის ფილტრი გასაწმენდია.

გადაჭრა
  • მოაცილეთ ბუსუსები ფილტრიდან ყოველი ციკლის შემდეგ. ბუსუსების მოცილების შემდეგ, მიუშვირეთ ბუსუსების ფილტრი შუქს, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა იგი გაჭუჭყიანებული ან გაჭედილი. ზოგიერთი ისეთი სარეცხის გაშრობისას, რომელიც დიდი რაოდენობით ბუსუსებს წარმოქმნის (მაგალითად, ახალი აბაზანის პირსახოცები), შესაძლოა საჭირო გახდეს ციკლის პაუზა და ფილტრის გაწმენდა მუშაობის პროცესში.

მიზეზი

დაზიანებულია სახლის ელექტრომცველი, ამოქმედებულია ავტომატური გამორთველი ან მოხდა ელექტროენერგიის გათიშვა.

გადაჭრა
  • გადატვირთეთ ავტომატური გამორთველი ან შეცვალეთ ელექტრომცველი. არ გაზარდოთ ელექტრომცველის სიმძლავრე. თუ პრობლემა გამოწვეულია ქსელის გადატვირთვით, მიმართეთ კვალიფიციურ ელექტრიკოსს.

მიზეზი

მოწყობილობა გადატვირთულია.

გადაჭრა
  • გაშრობის უკეთესი შედეგისა და ენერგოეფექტურობის მისაღებად ძალიან დიდი დატვირთვები დაყავით მცირე დატვირთვებად.

მიზეზი

საშრობი წარმოადგენს სითბური ტუმბოს მოდელს.

გადაჭრა
  • სითბური ტუმბოს მქონე საშრობ მოდელებს ტანსაცმლის გასაშრობად შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს. თუმცა, ტრადიციულ საშრობთან შედარებით, სადაც გამაცხელებელი ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე დოლურას ძრავი, სითბური ტუმბოს საშრობი იყენებს უფრო ეფექტურ თბომცვლელს და, როგორც წესი, ჯამში ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ხანგრძლივი ციკლების დროსაც კი.

შრობის დრო არ არის თანმიმდევრული.

მიზეზი

გათბობის პარამეტრები, დატვირთვის ზომა ან ტანსაცმლის ნესტიანობა არ არის ერთგვაროვანი.

გადაჭრა
  • დატვირთვის გაშრობის დრო გამოყენებული გათბობის ტიპის (ელექტრო), დატვირთვის ზომის, ქსოვილების ტიპის, ტანსაცმლის ნესტიანობისა და ბუსუსის ფილტრის მდგომარეობის მიხედვით იცვლება. მოწყობილობაში არათანაბრად განაწილებულმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი გაწურვა, რის შედეგადაც ტანსაცმელი უფრო ტენიანი დარჩება და გაშრობას მეტი დრო დასჭირდება.

ტანსაცმელზე რჩება ცხიმიანი ან დაბინძურებული ლაქები.

მიზეზი

ქსოვილის დამარბილებელი არასწორად არის გამოყენებული.

გადაჭრა
  • მოწყობილობაში გასაშრობი ტანსაცმლის რეცხვისას გამოიყენეთ ქსოვილის დამარბილებლის მწარმოებლის მიერ რეკომენდებული რაოდენობა.

მიზეზი

სუფთა და ბინძური ტანსაცმელი ერთადაა ჩატვირთული.

გადაჭრა
  • მოწყობილობა მხოლოდ სუფთა ნივთების გასაშრობად გამოიყენეთ. ბინძური ტანსაცმლის ნარჩენები შეიძლება გადავიდეს სუფთა ტანსაცმელზე როგორც ამ, ისე მომდევნო დატვირთვებში.

მიზეზი

ტანსაცმელი, მოწყობილობაში მოთავსებამდე, სათანადოდ არ არის გარეცხილი ან გავლებული.

გადაჭრა
  • გამშრალ ტანსაცმელზე დარჩენილი ლაქები შესაძლოა ის ლაქები იყოს, რომელთა რეცხვის პროცესში მოშორებაც ვერ მოხერხდა. დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი თქვენი სარეცხი მანქანისა და სარეცხი საშუალების ინსტრუქციების შესაბამისად სრულად ირეცხება და ხდება სრულფასოვანი გავლება. რთული ლაქები შესაძლოა რეცხვამდე წინასწარ დამუშავებას საჭიროებდეს.

ტანსაცმელი დაკუჭულია.

მიზეზი

ტანსაცმელი ზედმეტად დიდხანს შრებოდა (გადამეტებული შრობა).

გადაჭრა
  • ჩატვირთვის გადამეტებულმა შრობამ შეიძლება ტანსაცმლის დაჭმუჭვნა გამოიწვიოს. სცადეთ გაშრობის უფრო მოკლე დრო.

მიზეზი

გაშრობის ციკლის დასრულების შემდეგ ტანსაცმელი ძალიან დიდხანს დარჩა მოწყობილობაში.

გადაჭრა
  • გამოიყენეთ ნაკეცების გარეშე ვარიანტი.

ტანსაცმელი იკუმშება.

მიზეზი

არ არის დაცული ქსოვილის მოვლის ინსტრუქციები.

გადაჭრა
  • ტანსაცმლის შეკუმშვის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის გაეცანით ქსოვილის მოვლის ინსტრუქციებს და დაიცავით ისინი. ზოგიერთი ქსოვილი რეცხვისას ბუნებრივად იკუმშება, ხოლო ზოგი მათგანი მოწყობილობაში გაშრობისას შეიძლება შეიკუმშოს. გამოიყენეთ დაბალი სითბოს ან გათბობის გარეშე პარამეტრი.

ტანსაცმელზე რჩება ბუსუსები.

მიზეზი

ბუსუსის ფილტრი სათანადოდ არ არის გაწმენდილი.

გადაჭრა
  • ყოველი ციკლის შემდეგ გაწმინდეთ ბუსუსის ფილტრი ბუსუსებისგან. ბუსუსების მოცილების შემდეგ, მიმართეთ ფილტრი სინათლისკენ, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა იგი დაბინძურებული ან დახშობილი. თუ ფილტრი დაბინძურებულია, მიჰყევით გაწმენდის ინსტრუქციებს. მაღალი რაოდენობის ბუსუსის გამომმუშავებელი დატვირთვების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტრის ციკლის მიმდინარეობისას გაწმენდა.

მიზეზი

ტანსაცმელი სწორად არ არის დალაგებული.

გადაჭრა
  • ზოგიერთი ქსოვილი ბუსუსის გამომმუშავებელია (მაგ., ბამბის ფუმფულა თეთრი პირსახოცი) და იგი იმ ქსოვილებისგან განცალკევებით უნდა გაშრეს, რომლებიც ბუსუსს იჭერს (მაგ., ტილოს შავი შარვალი).

მიზეზი

მოწყობილობა გადატვირთულია.

გადაჭრა
  • ძალიან დიდი დატვირთვები დაყავით მცირე დატვირთვებად.

მიზეზი

ჯიბეებში დარჩენილია ხელსახოცი, ქაღალდი და სხვა მსგავსი ნივთები.

გადაჭრა
  • ტანსაცმლის გაშრობამდე საფუძვლიანად შეამოწმეთ ჯიბეები.

გაშრობის შემდეგ ტანსაცმელში ჭარბი სტატიკური ელექტრობაა.

მიზეზი

ტანსაცმელი ზედმეტად დიდხანს შრებოდა (გადამეტებული შრობა).

გადაჭრა
  • დატვირთვის გადამეტებულმა შრობამ შეიძლება სტატიკური ელექტრობის დაგროვება გამოიწვიოს. შეცვალეთ პარამეტრები და გამოიყენეთ გაშრობის უფრო მოკლე დრო.

მიზეზი

სინთეტიკური, პერმანენტ-პრესის ან სინთეტიკური ნარევი ქსოვილების შრობა.

გადაჭრა
  • ეს ქსოვილები ბუნებრივად უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სტატიკური ელექტროენერგიის დაგროვებისკენ. სცადეთ ქსოვილის დამარბილებლის გამოყენება, ან გამოიყენეთ გაშრობის დროის უფრო ხანმოკლე პარამეტრები.

გაშრობის პროგრამის დასრულების შემდეგ ტანსაცმელზე რჩება ტენიანი უბნები.

მიზეზი

ძალიან დიდი ან ძალიან მცირე დატვირთვა. ერთი დიდი ნივთი, მაგალითად საბანი ან პლედი.

გადაჭრა
  • თუ ნივთები ზედმეტად მჭიდროდ არის ჩალაგებული ან პირიქით, ძალიან ცოტაა, სენსორს შესაძლოა გაუჭირდეს სარეცხის სიმშრალის დონის განსაზღვრა. ძალიან მცირე მოცულობის სარეცხისთვის გამოიყენეთ გაშრობის დროის პროგრამა.

  • დიდი, მასიური ნივთები, როგორიცაა საბნები ან პლედები, ზოგჯერ შეიძლება მჭიდროდ შეიკრას. გარე ფენები შრება და სენსორი მათ აფიქსირებს, ხოლო შიდა ნაწილი ნესტიანი რჩება. ერთი მასიური ნივთის გაშრობისას სასარგებლოა ციკლის ერთხელ ან ორჯერ შეჩერება და ნივთის გადალაგება, რათა ისინი გაიშალოს და ნესტიანი უბნები გამოიკვეთოს.

  • ძალიან დიდი მოცულობის სარეცხიდან დარჩენილი რამდენიმე ნესტიანი ნივთის ან დიდი ზომის ნივთზე არსებული რამდენიმე ნესტიანი ადგილის გასაშრობად გაშრობის პროგრამის დასრულების შემდეგ, დააცარიელეთ ბუსუსების ფილტრი, ხოლო შემდეგ ჩართეთ გაშრობის დროის პროგრამა ნივთ(ებ)ის გაშრობის დასასრულებლად.