ეს მახასიათებელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ მოდელში.
Express Freeze
ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გაყინოს დიდი რაოდენობით ყინული ან გაყინული საკვები.
დააჭირეთ ღილაკს Express Freeze, რათა ფუნქცია 24 საათით გაააქტიუროთ. 24 საათის გასვლის შემდეგ ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება.
ეს ფუნქცია ჩართულია და გამორთულია რიგრიგობით, ღილაკზე ყოველი დაჭერისას.
ეს ფუნქცია ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ.
Freezer
განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა -23 °C-დან -15 °C-მდე.
საყინულის ნაგულისხმევი ტემპერატურაა -18 °C.
Fridge
განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა 1 °C-დან 7 °C-მდე.
მაცივრის ნაგულისხმევი ტემპერატურაა 3 °C.
დანადგარის შიგნით არსებული რეალური ტემპერატურა განსხვავდება საკვების სტატუსის მიხედვით, ვინაიდან მითითებული საწყისი ტემპერატურა არის სამიზნე ტემპერატურა და არა დანადგარის შიგნით არსებული რეალური ტემპერატურა.
Express Cool
ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გააგრილოს დიდი რაოდენობით ისეთი საჭმელი, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და ა.შ.
ეს ფუნქცია ჩართულია და გამორთულია რიგრიგობით, ღილაკზე ყოველი დაჭერისას.
ეს ფუნქცია ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ.
ნაჩვენები ტემპერატურა წარმოადგენს სამიზნე ტემპერატურას და არა ფაქტობრივ ტემპერატურას მოწყობილობის შიგნით.
მოწყობილობის შიგნით არსებული ფაქტობრივი ტემპერატურა შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: ოთახის ტემპერატურა, საკვების რაოდენობა და კარის გაღების სიხშირე, სად დგას მოწყობილობა. ტემპერატურა ამ ფაქტორების გათვალისინწებით დააყენეთ.
გაწმენდის დროს, მართვის პანელთან თითის ან კანის შეხების შემთხვევაში, შეიძლება ჩაირთოს ღილაკის ფუნქცია.
მხოლოდ ფუნქციური მიზნებიდან გამომდინარე, ეს მოწყობილობა შეიცავს დამამიწებელ სადენს.