პირველი > ფუნქციონირება > მართვის პანელი > მართვის პანელი და ფუნქციები

მართვის პანელი და ფუნქციები

*1

ეს მახასიათებელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ მოდელში.

  1. Fridge

    განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა 1 °C-დან 7 °C-მდე.

    • მაცივრის ნაგულისხმევი ტემპერატურაა 3 °C.

  2. Express Cool

    ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გააგრილოს დიდი რაოდენობით ისეთი საჭმელი, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და ა.შ.

    • ეს ფუნქცია რიგრიგობით ირთვება და ითიშება ყოველ ჯერზე, როდესაც ღილაკს 3 წამის განმავლობაში აჭერთ.

  3. Freezer

    განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა -15 °C-დან -23 °C-მდე.

    • საყინულის ნაგულისხმევი ტემპერატურაა -18 °C.

  4. Express Freeze

    ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გაყინოს დიდი რაოდენობით ყინული ან გაყინული საკვები.

    • ეს ფუნქცია რიგრიგობით ირთვება და ითიშება ყოველ ჯერზე, როდესაც ღილაკს 3 წამის განმავლობაში აჭერთ.

    • ეს ფუნქცია ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ.

    • როდესაც ეს რეჟიმი ჩართულია, შესაძლოა წარმოიქმნას ხმაური, ხოლო ენერგომოხმარება გაიზარდოს.

  5. Vacation

    ეს ფუნქცია საჭიროა, როცა შვებულებაში ხართ და სახლში არ იმყოფებით. ამ ფუნქციის ჩართვით მაცივრის ტემპერატურა არის 7 °C, ხოლო საყინულის ტემპერატურა –15 °C. ამ ფუნქციის გამორთვის შემდეგ ტემპერატურები უბრუნდება წინა არსებულ ტემპერატურას.

    • ეს ფუნქცია ჩართულია და გამორთულია რიგრიგობით, ღილაკზე ყოველი დაჭერისას.

    • როდესაც ეს ფუქცია გააქტიურებულია, Fridge, Freezer, Express Cool და Express Freeze ღილაკები არ იმუშავებს.

    ფრთხილად
    • როდესაც აღნიშნული ფუქცია გააქტიურებულია, ყურადღება მიაქციეთ იმ პროდუქტების ან საკვების შენახვას, რომელსაც უფრო დაბალი ტემპერატურა სჭირდება.

    • სახლში დაბრუნების შემდეგ გამორთეთ ეს ფუნქცია, რათა გახსნათ სხვა ღილაკების გამოყენების შესაძლებლობა და მაცივარი წინა არსებულ ტემპერატურას დაუბრუნდეს.

  6. Wi-Fi*1

    ეს ღილაკი საშუალებას აძლევს მოწყობილობას, დაუკავშირდეს სახლის Wi-Fi ქსელს. იხილეთ SMART FUNCTIONS ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააყენოთ პირველად LG ThinQ აპი.

  7. Meat/Fish/Cheese*1

    ეს ფუნქცია აკონტროლებს ტემპერატურას Fresh Converter+ თაროში.

    • დააჭირეთ თითოეულ ღილაკს, რათა აირჩიოთ Meat (ყველაზე ცივი), Fish (უფრო ცივი), Cheese (ცივი) რეჟიმი.

მითითება
  • საჭმლის ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანახად თითოეული განყოფილებისთვის რეკომენდებულია ნაგულისხმევი ტემპერატურის 1 °C-ით ან ერთი საფეხურით გაზრდა ან შემცირება.

  • მართვის პანელი ავტომატურად გამოირთვება კარის დახურვის შემდეგ.

  • გაწმენდის დროს, მართვის პანელთან თითის ან კანის შეხების შემთხვევაში, შეიძლება ჩაირთოს ღილაკის ფუნქცია.