პირველი > ხარვეზების აღმოფხვრა > ტექ. სამსახურის გამოძახებამდე > ხმაური

ხმაური

მოწყობილობა ხმაურიანია და წარმოქმნის არანორმალურ ხმებს.

მიზეზი

ხომ არ დგას მოწყობილობა სუსტ იატაკზე ან არ არის კარგად გასწორებული?

გადაჭრა
  • დაამონტაჟეთ მოწყობილობა მყარ სწორ იატაკზე,

მიზეზი

მოწყობილობის უკანა მხარე ხომ არ ეხება კედელს?

გადაჭრა
  • დაარეგულირეთ მოწყობილობის პოზიცია, რომ მის გარშემო იყოს საკმარისი ადგილი.

მიზეზი

ხომ არ არის საგნები ჩაცვენილი მოწყობილობის უკან?

გადაჭრა
  • ამოიღეთ უკან მოხვედრილი საგნები.

მიზეზი

ხომ არ დგას რამე საგანი მოწყობილობაზე?

გადაჭრა
  • ჩამოიღეთ საგნები მოწყობილობის თავიდან

ტკაცუნა ხმები

მიზეზი

გალღობის კონტროლი ატკაცუნებს, როდესაც გალღობის ავტომატური ციკლი იწყება და მთავრდება. თერმოსტატის კონტროლი (ან მოწყობილობის კონტროლი ზოგიერთი მოდელისთვის) ასევე ატკაცუნებს ციკლის დაწყების და დასრულების შემდეგ.

გადაჭრა
  • ნორმალური მუშაობა

გრუხუნი

მიზეზი

მოწყობილობა მოძრაობს იატაკზე.

გადაჭრა
  • იატაკი სუსტია, ან უსწორმასწორო, ან ფეხების დონე არ არის დარეგულირებული.

მიზეზი

მუშაობის დროს კომპრესორიანი აპარატი გადაადგილდა.

გადაჭრა
  • ნორმალური მუშაობა. თუ კომპრესორმა არ შეწყვიტა გრუხუნი სამი წუთის განმავლობაში, გამორთეთ მოწყობილობა და ჩართეთ ხელახლა.

სტვენა

მიზეზი

აორთქლების ძრავის ვენტილატორი ატრიალებს ჰაერს მაცივრის და საყინულის განყოფილებებში.

გადაჭრა
  • ნორმალური მუშაობა

მიზეზი

ჰაერი ივლის კონდენსატორს კონდენსატორის ვანტილატორის საშუალებით.

გადაჭრა
  • ნორმალური მუშაობა

ჩხრიალი

მიზეზი

მოწყობილობის გამაცივებელი სისტემის დინება.

გადაჭრა
  • ნორმალური მუშაობა

ტკაცუნი

მიზეზი

შიდა კედლების შეწევა-გამოწევა ტემპერატურის ცვალებადობის გამო.

გადაჭრა
  • ნორმალური მუშაობა

ვიბრაცია

მიზეზი

თუ მოწყობილობის გვერდი ან უკანა მხარე ეხება კედელს, შეიძლება ნორმალური ვიბრაციის ხმა შესამჩნევი გახდეს.

გადაჭრა
  • ხმაურის შესამცირებლად დარწმუნდით, რომ გვერდები და უკანა მხარე არაფერს ეხება.