პირველი > უსაფრთხოების ინსტრუქცია > გაფრთხილება > ტექნიკური უსაფრთხოება

ტექნიკური უსაფრთხოება

  • ეს მოწყობილობა არაა განკუთვნილი გამოსაყენებლად ფიზიკური, შეხების და გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობის მქონე პირებისთვის, ან გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობის მქონე პირების მიერ (მათ შორის ბავშვები), თუ ისინი არ არიან მოხმარების შესახებ ინფორმირებულნი ან ზედამხედველობის ქვეშ მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ბავშვები უნდა იყვნენ ზედამხედველობის ქვეშ მოწყობილობასთან თამაშის ასარიდებლად.

  • არ დაუშვათ მოწყობილობის გამოყენება სათამაშოს სახით. ბავშვების მიერ ან მათ მახლობლად გამოყენებისას აუცილებელია ყურადღების გამოჩენა.

  • არ დაუშვათ ბავშვების მიერ მოწყობილობასთან თამაში ან მასზე ჩამოკიდება.

  • არ გამოიყენოთ მოწყობილობა დაზიანებული დენის კაბელით ან შტეკერით. კაბელი უნდა შეიცვალოს. თუ მოწყობილობა არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, წაიქცა, დაზიანდა, დარჩა გარეთ ან წყალში ჩავარდა, დააბრუნეთ LG Electronics-ის სერვის ცენტრში.

  • არ მოქაჩოთ კაბელს და ნუ გადაიტანთ კაბელის მეშვეობით, ნუ გამოიყენებთ კაბელს, როგორც სახელურს, ნუ დახურავთ კარს მოყოლილი კაბელით, არ მოქაჩოთ კაბელებს ბასრ კიდეებთან და კუთხეებთან. არ გადაატაროთ მოწყობილობა კაბელზე. მოარიდეთ კაბელი ცხელ ზედაპირებს.

  • არ გათიშოთ მოწყობილობა კაბელზე მოქაჩვით. გამოსართავად, ხელი მოკიდეთ შტეკერს და არა კაბელს.

  • სხვა მოწყობილობის კაბელები მოაშორეთ დასასუფთავებელ სივრცეს.