პირველი > მონტაჟი > მაცივრის და საყინულის კარის მოხსნა > საყინულის კარის მოხსნა

საყინულის კარის მოხსნა

  • წყალმომარაგების ხაზი მიერთებულია მოწყობილობის უკანა ზედა მარჯვენა ნაწილთან. მოჰკიდეთ ხელი წყალმომარაგების მიერთებას და ფრთხილად დააწექით ცანგას a, რათა გამოაერთოთ წყალმომარაგების ხაზი. მოხსენით საფარი b.

  • მოხსენით ხრახნი ანჯამის საფარიდან მოწყობილობის ზედა ნაწილში. ბრტყელპირიანი სახრახნისით ასწიეთ კაუჭი, რომელიც საფარის წინა მხარის ბოლოში მდებარეობს.

  • გამოიღეთ მილი c. მოხსენით დამიწების სადენი d. მოხსენით სადენის ყველა ღვედი e.

    მითითება
    • სადენების ღვედების რაოდენობა შეიძლება მოდელიდან გამომდინარე განსხვავდებოდეს.

  • დაატრიალეთ ანჯამის ბერკეტი f საათის საწინააღმდეგო მიმართულებით. ასწიეთ ზედა ანჯამი g და გაათავისიუფლეთ ანჯამის ბერკეტის ჩამკეტი h.

    ფრთხილად
    • როდესაც ანჯამს ჩამკეტისგან გაათავისუფლებთ, სიფრთხილე დაიცავით, რომ კარი წინ არ გადმოვარდეს. რეკომენდებულია, რომ კარის მოხსნა და დამაგრება ორმა ადამიანმა განახორციელოს.

  • ასწიეთ საყინულის კარი, ვიდრე ის ქვედა ანჯამის კვანძისგან არ გათავისუფლდება.

    ფრთხილად
    • კარი შიდა მხრით ზემოთ ისეთ ზედაპირზე მოათავსეთ, რომელზეც ის არ დაიკაწრება.