წყლის დისპენსერის მუშაობისთვის საჭიროა ცივი წყლის მიწოდება წყლის წნევით 138 კპა-დან 827 კპა-მდე (1,4-8,4 კგძ/სმ²). თუ მაცივარი დამონტაჟებულია წყლის დაბალი წნევის (138 კპა-ზე ქვემოთ) გარემოში, დაბალი წნევის კომპენსაციისთვის შეგიძლიათ, გამაძლიერებელი ტუმბო დაამონტაჟოთ.
თუ რევერსული ოსმოსის წყლის ფილტრაციის სისტემა უკავშირდება თქვენს ცივი წყლის წყაროს, წყლის წნევა რევერსული ოსმოსის სისტემაში უნდა იყოს მინიმუმ 138 კპა-დან 827 კპა-მდე (1,4-8,4 კგძ/სმ²)
წყალმომარაგების მიერთების სამუშაოების დაწყებამდე გამორთეთ მოწყობილობა. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება დენის დარტყმა გამოიწვიოს.
წყალგაყვანილობა მხოლოდ ცივი წყლის წყაროს მიუერთეთ. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება წყლის ფილტრის გაუმართაობა გამოიწვიოს. ჰიდროდარტყმამ (მილებში წყლის კაკუნი) სახლის სანტექნიკაში შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის ნაწილების დაზიანება და წყლის გაჟონვა ან დატბორვა.
მხოლოდ სასმელად ვარგის წყალთან დააკავშირეთ.
გამოიყენეთ ახალი შლანგი მოწყობილობასთან წყლის შეერთებისას. არ გამოიყენოთ ძველი, გაცვეთილი ან ნახმარი შლანგები.
წყალგაყვანილობის მიერთება უნდა დაამონტაჟოს მხოლოდ კვალიფიციურმა სანტექნიკოსმა წყლის ხარისხის მარეგულირებელი ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.
წყალგაყვანილობის დამონტაჟებაზე არ ვრცელდება მოწყობილობის გარანტია.