ეს მოწყობილობა არ არის განკუთვნილი შეზღუდული ფიზიკური, შეგრძნებისა თუ გონებრივი შესაძლებლობების (მათ შორის ბავშვების), ასევე გამოცდილებისა და ცოდნის ნაკლებობის მქონე პირების მიერ გამოყენებისთვის, თუ ისინი არ იქნებიან მეთვალყურეობის ქვეშ ან არ მიეცემათ ინსტრუქცია მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ბავშვებს უნდა გაუწიონ მეთვალყურეობა, რათა მათ არ ითამაშონ ამ მოწყობილობით.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია საყოფაცხოვრებო და მსგავს პირობებში გამოყენებისთვის, როგორიცაა:
სამზარეულოს პერსონალის სივრცეები მაღაზიებში, ოფისებსა და სხვა სამუშაო გარემოში;
გლეხების საცხოვრებელ სახლებსა და სასტუმროებში, მოტელებსა და საცხოვრებელი ტიპის სხვა გარემოში, კლიენტების მიერ;
ღამის გასათევისა და საუზმის ტიპის გარემოში;
სურსათის მიწოდებისა და მსგავს საბითუმო ობიექტებზე.
ეს მაცივარი არ არის გამიზნული ჩაშენებული მოწყობილობის სახით გამოსაყენებლად.
ეს მოწყობილობა არ არის განკუთვნილი ისეთ პორტატულ და მობილურ დანადგარებში გამოსაყენებლად, როგორიცაა საზღვაო ხომალდები ან ავტოფურგონები, სადაც ის ფუნქციონირების დროს იმოძრავებს.
ეს სიმბოლო გაფრთხილებთ აალებადი მასალების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოუფრთხილებლობის შემთხვევაში აალდეს და ხანძარი განაპირობოს. |
ეს აპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით იზობუტან გასაცივებელ საშუალებას (R600a), მაგრამ ის ასევე არის საწვავი. როცა ხდება აპარატის ტრანსპორტირება და დამონტაჟება, უნდა მოხდეს გაფრთხილება იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მოხდეს მაცივარების მიკროსქემის ნაწილების დაზიანება.
დანადგარში გამოყენებული მაცივარი და საიზოლაციო აირი განკარგვის სპეციალურ პროცედურებს მოითხოვს. გაიარეთ კონსულტაცია მომსახურების აგენტთან ან ასეთივე კვალიფიციურ პირთან, მათ უტილიზაციამდე.
არ დააზიანოთ მაცივრის კონტური.
თუ ელექტროენერგიის კაბელი დაზიანებულია ან შტეფსელის როზეტი მოშვებულია, ის უნდა შეიცვალოს. არ გამოიყენოთ ელექტროენერგიის კაბელი და დაუკავშირდით უფლებამოსილ სერვის ცენტრს, რათა თავიდან აიცილოთ საშიშროება.
დანადგარის უკანა მხარეს ნუ განათავსებთ მრავლობით პორტატულ შტეფსელებს ან პორტატულ ენერგო მომწოდებლებს.
უსაფრთხოდ შეაერთეთ გამორთული კვების კაბელი პორტატულ შტეფსელში, ტენის და მტვრის მთლიანად ამოღების შემდეგ.
არასოდეს გამორთოთ დანადგარი კვების კაბელის გამოქაჩვით. ყოველთვის მჭიდროდ უნდა დაიჭიროთ კვების კაბელი და გამოქაჩოთ პირდაპირ პორტატული შტეფსელიდან.
შეინარჩუნეთ სავენტილაციო ღიობები დანადგარის შიგთავსში ან ჩაშენებულ სტრუქტურაში, დაბრკოლების გარეშე.
ამ დანადგარში არ შეინახოთ ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორიცაა აეროზოლის ქილები აალებადი დენთით.
არ დახაროთ დანადგარი, რომ მიაწვეთ ან გაქაჩოთ იგი, ტრანსპორტირების დროს.
დანადგარის განთავსებისას, დარწმუნდით, რომ კვების სადენი არ არის მოჭეჭყილი ან დაზიანებული.
არ გამოიყენოთ მექანიკური მოწყობილობები ან სხვა საშუალებები გალღობის პროცესის დასაჩქარებლად.
არ გამოიყენოთ თმის საშრობი დანადგარის შიდა ნაწილის გასაშრობად და არ მოათავსოთ შიგნით სანთელი, სუნის მოსაშორებლად.
საკვების შესანახ თაროებზე ნუ გამოიყენებთ სხვა ელექტრულ მოწყობილობებს, გარდა მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ტიპისა.
დარწმუნდით, რომ არ მიგეკროთ სხეულის ნაწილი, როგორიცაა ხელი ან ტერფი, დანადგარის გადაადგილებისას.
გათიშეთ დენის კაბელი მოწყობილობის ინტერიერის ან ექსტერიერის გაწმენდამდე.
არ შეასხუროთ წყალი ან აალებადი ნივთიერებები (კბილის პასტა, ალკოჰოლი, გამათხელებელი, ბენზოლი, აალებადი სითხე, აბრაზიული ნივთიერება და ა. შ.), დანადგარის შიდა ან გარეთა ნაწილში, მის გასაწმენდად.
არ გაწმინდოთ დანადგარი ჯაგრისებით, ქსოვილით ან ღრუბლით, რომელსაც აქვს უხეში ან ლითონის მასალისგან დამზადებული ზედაპირი.
LG Electronics-ის სერვისცენტრის მხოლოდ კვალიფიციურმა მომსახურე პერსონალმა უნდა მოახდინოს დანადგარის დემონტაჟი, შეკეთება ან შეცვლა. დაუკავშირდით LG Electronics-ის მომხმარებელთა საინფორმაციო ცენტრს, თუ დანადგარი სხვა ადგილზე გადაიტანეთ და დაამონტაჟეთ.