პირველი > უსაფრთხოების ინსტრუქცია > გაფრთხილება > მონტაჟი

მონტაჟი

  • ამ მოწყობილობის უსაფრთხო ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ან მეტი პირით.

  • დაამონტაჟეთ მოწყობილობა მყარ სწორ იატაკზე.

  • ნუ დაამონტაჟებთ მოწყობილობას ნესტიან და მტვრიან ადგილას. არ დააყენოთ ან არ შეინახოთ მოწყობილობა ნებისმიერ გარე ფართობზე, ან ნებისმიერ ადგილზე, რომელიც მოქცეულია ბუნებრივი მოვლენების მოქმედების ქვეშ, როგორიცაა პირდაპირი მზის სხივები, ქარი, წვიმა და ყინვა.

  • არ მოათავსოთ მოწყობილობა მზის პირდაპირ შუქზე ან არ განათავსოთ იგი ისეთი გათბობის მოწყობილობებიდან სიახლოვეს, როგორიცაა ღუმელები ან გამათბობლები.

  • ფრთხილად იყავით, რომ მონტაჟის დროს არ დააზიანოთ მოწყობილობის უკანა ნაწილი.

  • დაამონტაჟეთ მოწყობილობა იმ ადგილას, სადაც ადვილია მოწყობილობის დენის შტეკერის გამორთვა.

  • ფრთხილად იყავით, რომ მოწყობილობის კარი არ დავარდეს აწყობის ან დემონტაჟის დროს.

  • ფრთხილად იყავით, რომ არ გაჭყლიტოთ, გაანადგუროთ ან არ დააზიანოთ დენის კაბელი მოწყობილობის კარის აწყობის ან დემონტაჟის დროს.

  • ფრთხილად იყავით, რომ არ დააზიანოთ დენის შტეკერი ან დაუშვათ მოწყობილობის დაყრდნობა დენის შტეკერზე.

  • ქსელის როზეტს არ მიუერთოთ ქსელის ადაპტერი ან სხვა აქსესუარი.

  • არ შეცვალოთ ან გააფართოვოთ დენის კაბელი.

  • დარწმუნდით, რომ გამოსასვლელი ბუდე სწორად არის დამიწებული და რომ დენის კაბელზე დამიწების წკირი არ იყოს დაზიანებული ან ამოღებული დენის შტეკერიდან. დამიწების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იკითხეთ LG Electronics-ის მომხმარებელთა საინფორმაციო ცენტრში.

  • ეს მოწყობილობა აღჭურვილია დენის კაბელით, რომელსაც აქვს აღჭურვილობის დამიწების კონდუქტორი და დამიწების მქონე დენის შტეკერი. დენის შტეკერი უნდა იყოს ჩართული შესაბამის გამოსასვლელ ბუდეში, რომელიც დამონტაჟებულია და დამიწებულია ყველა ადგილობრივი კოდექსისა და რეგულაციების შესაბამისად.

  • არასოდეს ჩართოთ მოწყობილობა, რომელსაც აქვს დაზიანების ნიშნები. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს დილერს.

  • ყველა შეფუთვის მასალა (როგორიცაა პლასტიკური ჩანთები და პენოპლასტი) მოაშორეთ ბავშვებს. შეფუთვის მასალებმა შეიძლება გამოიწვიონ სულის ხუთვა.

  • არ შეაერთოთ მოწყობილობა მრავალროზეტიან ადაპტერში, რომელსაც არ აქვს დენის კაბელი (დამონტაჟებული).

  • მოწყობილობა უნდა იყოს დაკავშირებული სპეციალურ ელექტროგადამცემ ხაზთან, რომელიც ცალკე არის გაყვანილი.

  • არ გამოიყენოთ მრავალგანყოფილებიანი როზეტი, რომელიც არ არის სათანადოდ დამიწებული (პორტატული). სათანადოდ დამიწებული მრავალგანყოფილებიანი როზეტის (პორტატული) გამოყენების შემთხვევაში ის გამოიყენეთ დენის დაშვებული სიმძლავრით, რომელიც კვების კაბელის ნომინალს შეესაბამება და გამოიყენეთ მხოლოდ მოწყობილობისთვის.