პირველი > ფუნქციონირება > ყინულის ავტომატური აპარატი > საყინულის ყინულის აპარატის გამოყენებამდე

საყინულის ყინულის აპარატის გამოყენებამდე

მითითება
  • ყინულის აპარატი ყინულის დამზადებას საწყისი მონტაჟიდან დაახლოებით 48 საათის შემდეგ იწყებს.

  • მონტაჟის შემდეგ ყინულის პირველი რამდენიმე პარტია გადაყარეთ.

  • ყინულის სათლში ყინულის ჩავარდნის ხმა ნორმალურია.

  • თუკი სათლი ბოლომდე გაივსება ყინულით, ყინულის დამზადება შეწყდება.

  • ყინულის რაოდენობა და ფორმა შეიძლება გარემოდან გამომდინარე განსხვავდებოდეს (გარემოს ტემპერატურა მოწყობილობის გარშემო, კარის გაღებათა სიხშირე, შენახული საკვების რაოდენობა, წყლის წნევა და ა.შ.).

  • ელექტრომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში სათლში არსებული ყინული გადაყარეთ.