მოწყობილობა ხმაურიანია და წარმოქმნის არანორმალურ ხმებს.
ხომ არ დგას მოწყობილობა სუსტ იატაკზე ან არ არის კარგად გასწორებული?
დაამონტაჟეთ მოწყობილობა მყარ სწორ იატაკზე,
მოწყობილობის უკანა მხარე ხომ არ ეხება კედელს?
დაარეგულირეთ მოწყობილობის პოზიცია, რომ მის გარშემო იყოს საკმარისი ადგილი.
ხომ არ არის საგნები ჩაცვენილი მოწყობილობის უკან?
ამოიღეთ უკან მოხვედრილი საგნები.
ხომ არ დგას რამე საგანი მოწყობილობაზე?
ჩამოიღეთ საგნები მოწყობილობის თავიდან
ტკაცუნა ხმები
გალღობის კონტროლი ატკაცუნებს, როდესაც გალღობის ავტომატური ციკლი იწყება და მთავრდება. თერმოსტატის კონტროლი (ან მოწყობილობის კონტროლი ზოგიერთი მოდელისთვის) ასევე ატკაცუნებს ციკლის დაწყების და დასრულების შემდეგ.
ნორმალური მუშაობა
გრუხუნი
გრუხუნის ხმა შეიძლება გამოწვეული იყოს მოწყობილობაში არსებული წყლის ნაკადის გამო, აგრეგატის უკანა მხარეს მდებარე წყლის ხაზის გამო (მხოლოდ მოდელებზე წყალგაყვანილობის სისტემით), ან მოწყობილობის გარშემო შენახული საგნების გამო.
ნორმალური მუშაობა
მოწყობილობა მოძრაობს იატაკზე.
იატაკი სუსტი ან უსწორმასწოროა, ან ფეხების დონე არ არის დარეგულირებული. იხ. კარის გასწორების ნაწილი.
მუშაობის დროს კომპრესორიანი აპარატი გადაადგილდა.
ნორმალური მუშაობა. თუ კომპრესორმა არ შეწყვიტა გრუხუნი სამი წუთის განმავლობაში, გამორთეთ მოწყობილობა და ჩართეთ ხელახლა.
სტვენა
აორთქლების ძრავის ვენტილატორი ატრიალებს ჰაერს მაცივრის და საყინულის განყოფილებებში.
ნორმალური მუშაობა
ჰაერი ივლის კონდენსატორს კონდენსატორის ვანტილატორის საშუალებით.
ნორმალური მუშაობა
ჩხრიალი
მოწყობილობის გამაცივებელი სისტემის დინება.
ნორმალური მუშაობა
ტკაცუნი
შიდა კედლების შეწევა-გამოწევა ტემპერატურის ცვალებადობის გამო.
ნორმალური მუშაობა
ვიბრაცია
თუ მოწყობილობის გვერდი ან უკანა მხარე ეხება კედელს, შეიძლება ნორმალური ვიბრაციის ხმა შესამჩნევი გახდეს.
ხმაურის შესამცირებლად დარწმუნდით, რომ გვერდები და უკანა მხარე არაფერს ეხება.
ზუზუნის ხმა წყლის რეზერვუარიდან (მხოლოდ იმ მოდელებისთვის, რომლებიც წყალმომარაგებაზე არ არის მიერთებული).
შეიძლება, წყლის რეზერვუარიდან სარქველის ზუზუნის ხმა გაიგონოთ, თუ ყინულის აპარატი ჩართული, ხოლო წყლის რეზერვუარი ცარიელი იქნება.
აავსეთ წყლის რეზერვუარი ან გამორთეთ ყინულის აპარატი.