წყლისა და ენერგიის მოხმარება შეიძლება შეიცვალოს ჩატვირთვის წონის შესაბამისად. დანარგარის საუკეთესო გზით მოსახმარად, ჩატვირთეთ კონკრეტული პროგრამისთვის განკუთვნილი მშრალი ტანსაცმლის მაქსიმალური რაოდენობა.
მწარმოებლის მიერ შესაბამისი პროგრამებისთვის მითითებული ტევადობის სარეცხის თანაბარი ჩატვირთვა ხელს შეუწყობს ენერგიისა და წყლის დაზოგვას.
ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტური როგორც წესი ის პროგრამებია, რომლებიც დაბალ ტემპერატურაზე და უფრო ხანგრძლივად მუშაობენ.
ხმაურსა და ნარჩენი ტენიანობის შემცველობაზე გავლენას ახდენს ბრუნვის სიჩქარე: რაც უფრო მაღალია ბრუნვის სიჩქარე ბრუნვის ფაზაში, მით უფრო მაღალია ხმაური და მით უფრო დაბალია ნარჩენი ტენიანობის შემცველობა.
ტანსაცმლის მცირე რეოდენობის გასარეცხად, ჩატვირთვის ამოცნობის სისტემა დაგეხმარებათ შეამციროთ წყლისა და ენერგიის მოხმარების ოდენობა.
ენერგიისა და წყლის დაზოგვის მიზნით, პატარა და მსუბუქად დაბინძურებული ჩატვირთვებისთვის, სწრაფი პროგრამა გამოიყენეთ.
ცივი წყლით სარეცხი საშუალებები შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს დაბალ ტემპერატურაზეც (20 °C-მდე). 20 °C-იანი პარამეტრი მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე 30 °C ან უფრო მაღალი ტემპერატურები.