მოწყობილობის მონტაჟისას ის უნდა იყოს დაყენებული თანაბრად და იდეალურად გასწორებული. თუ მოწყობილობა არ არის გასწორებული და სათანადოდ ნიველირებული, ის შეიძლება დაზიანდეს ან არ იმუშაოს სწორად.
თუ იატაკი არათანაბარია, საჭიროებისამებრ მოატრიალეთ ნიველირების ფეხები.
არ მოათავსოთ ხის ნაჭრები და ა.შ.
დარწმუნდით, რომ ოთხივე ფეხი სტაბილურად იყოს განთავსებული და ეყრდნობოდეს იატაკს.

არ დაამონტაჟოთ სარეცხი მანქანა შემაღლებულ ადგილზე, სადგამზე ან აწეულ ზედაპირზე, თუ ის არ არის დამზადებული LG Electronics-ის მიერ ამ მოდელისთვის გამოსაყენებლად.
შეამოწმეთ, რომ მოწყობილობა სრულყოფილად იყოს გასწორებული თარაზოს a გამოყენებით.

დაამაგრეთ ნიველირების ფეხები საკეტი ქანჩით b, მოწყობილობის ქვედა ნაწილის მიმართ საათის ისრის საწინააღმდეგოდ მობრუნებით.

შეამოწმეთ, რომ მოწყობილობის ბოლოში ყველა საკეტი სწორად იყოს დამაგრებული.
დანადგარის ჯეროვანი მდებარეობა და გასწორება უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ, რეგულარულ და მყარ მუშაობას.
მოწყობილობა უნდა იყოს 100%-ით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და მყარად განთავსდეს მყარ, მოსწორებულ იატაკზე.
დატვირთული მანქანა არ უნდა „დაყიალობდეს“ იქით-აქეთ.
არ დაასველოთ მოწყობილობის ფეხები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას ვიბრაცია ან ხმაური.