პირველი > ფუნქციონირება > სარეცხი საშუალებისა და დამარბილებლის დამატება > სარეცხი საშუალების დოზირება

სარეცხი საშუალების დოზირება

  • სარეცხი საშუალება მისი მწარმოებლის ინსტრუქციით გამოიყენეთ და შეარჩიეთ ქსოვილის ტიპის, ფერის, დაჭუჭყიანების და რეცხვის ტემპერატურის მიხედვით. გამოიყენეთ მხოლოდ სარეცხი საშუალებები, რომლებიც შესაფერისია შესაბამისი დოლურას ტიპის (წინიდან შევსების) მქონე სარეცხი მანქანებისთვის.

  • მოუკელით სარეცხი საშუალების დოზას, თუ ბევრი ქაფი წარმოიქმნება.

  • თუ სარეცხი ფხვნილი დიდი რაოდენობითაა, ის აქაფდება, რაც უარყოფითად აისახება რეცხვის ხარისხზე და მანქანის ძრავს გადატვირთვაზე.

  • თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენებისას გაეცანით მისი მწარმოებლის ინსტრუქციას.

  • თხევადი სარეცხი საშუალების მოთავსება სარეცხი საშუალების უჯრის მთავარ განყოფილებაში უშუალოდ რეცხვის ციკლის დაწყებამდეა საჭირო.

  • არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება, თუ იყენებთ Delay End ფუნქციას ან არჩეული გაქვთ Pre Wash ოპცია, რადგან სითხე დაუყოვნებლივ გამოვა დისპენსერიდან და შეიძლება გამაგრდეს უჯრაში ან დოლურაში.

  • სარეცხი საშუალების დოზა დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, წყლის სიხისტეზე, ტანსაცმლის ზომასა და დაჭუჭყიანების ხარისხზე. საუკეთესო შედეგებისთვის მოერიდეთ სარეცხი საშუალების ჭარბად გამოყენებას, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჭარბი ქაფიანობა.

  • სარეცხი საშუალებისა დამატებისა და წყლის ტემპერატურის არჩევის წინ იხილეთ ტანსაცმლის იარლიყი.

  • გამოიყენეთ მხოლოდ შესაფერისი სარეცხი საშუალებები შესაბამისი ტიპის ტანსაცმლისთვის:

    • თხევადი სარეცხი საშუალება ხშირად მზადდება სპეციფიკური გამოყენებისთვის, როგორიცაა ფერადი ქსოვილები, შალი, დელიკატური ან მუქი ტანსაცმელი.

    • სარეცხი ფხვნილი შესაფერისია ყველა სახის ქსოვილისთვის.

    • თეთრი და ღია ფერის ნივთების უკეთ გასარეცხად გამოიყენეთ ფხვნილის სახით სარეცხი საშუალება მათეთრებელთან ერთად.

    • სარეცხი საშუალება მანქანაში უჯრიდან რეცხვის ციკლის დასაწყისში იყრება.

მითითება
  • არ დაუშვათ სარეცხი საშუალების უჯრაში დალექვა. დალექილი სარეცხი საშუალება გაიჭედება, ხელს შეუშლის გავლებას, გააჩენს სუნს.

  • სრული ჩატვირთვა: მწარმოებლის რეკომენდაციის თანახმად.

  • ნაწილობრივი დატვირთვა: ნორმალური რაოდენობის 1/2.

  • მინიმალური დატვირთვა: სრული დატვირთვის 1/3.