პირველი > ჭკვიანური ფუნქციები > LG ThinQ აპლიკაცია > LG ThinQ აპლიკაციის ინსტალაცია და თქვენი LG მოწყობილობის დაკავშირება

LG ThinQ აპლიკაციის ინსტალაცია და თქვენი LG მოწყობილობის დაკავშირება

მოდელები QR კოდით

დაასკანერეთ პროდუქტზე მოთავსებული QR კოდი თქვენი კამერის ან სმარტფონის QR კოდების წამკითხველის აპლიკაციის გამოყენებით.

მოდელები QR კოდის გარეშე

  • LG ThinQ აპლიკაციის ძიება Google Play Store-დან ან Apple App Store-დან სმარტფონში.

  • ჩართეთ LG ThinQ აპი და შედით თქვენი არსებული ანგარიშის გამოყენებით ან შექმენით LG ანგარიში შესასვლელად.

  • დააწკაპუნეთ დამატების ღილაკს (~) LG ThinQ აპლიკაციაში თქვენი LG მოწყობილობის დასაკავშირებლად. პროცესის დასასრულებლად მიჰყევით აპლიკაციაში მოცემულ ინსტრუქციას.

მითითება
  • Wi-Fi კავშირის შესამოწმებლად ნახეთ, განათებულია თუ არა მართვის პანელზე Wi-Fi-ს ინდიკატორი.

  • მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ 2,4 გჰც Wi-Fi ქსელში. თქვენი ქსელის სიხშირის შესამოწმებლად, დაუკავშირდით თქვენს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს ან მიმართეთ თქვენი როუტერის ინსტრუქციას.

  • LG ThinQ არ აგებს პასუხს ქსელური კავშირის პრობლემებზე ან სხვა გაუმართაობებზე, ხარვეზებზე ან შეცდომებზე, რომლებიც შეიძლება ქსელურმა კავშირმა გამოიწვიოს.

  • გარეშემო უსადენო გარემომ შეიძლება გამოიწვიოს უსადენო ქსელის მუშაობის შენელება.

  • თუ მოწყობილობასა და უკაბელო როუტერს შორის მანძილი ძალიან შორია, სიგნალი სუსტი იქნება. ამ შემთხვევაში კავშირი დიდ ხანს გასტანს ან ინსტალაცია საერთოდ ვერ მოხერხდება.

  • თუ ხელსაწყო Wi-Fi ქსელს ვერ უერთდება, შეიძება ის როუტერისგან ძალიან შორს დგას. სიგნალის გასაძლიერებლად შეიძინეთ Wi-Fi-ს გამამეორებელი (გამაგრძელებელი).

  • ქსელურმა კავშირმა შეიძლება სათანადოდ არ იმუშაოს ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის გამო.

  • Wi-Fi კავშირი შეიძლება ვერ დამყარდეს ან გაწყდეს სახლის ქსელური გარემოს მიზეზით.

  • ხელსაწყო შეიძლება ვერ დაუკავშირდეს უკაბელო სიგნალის გადაცემის პრობლემების გამო. ამოიღეთ ხელსაწყოს სადენი როზეტიდან, დაელოდეთ წუთი და სცადეთ ახლიდან.

  • თუ თქვენს უკაბელო როუტერზე ჩართულია უსაფრთხოების შლუზი (firewall), გამორთეთ ის ან დაამატეთ გამონაკლისებში.

  • უკაბელო ქსელის სახელი (SSID) უნდა იყოს ინგლისურ ასოებისა და ნომრების კომბინაცია. (არ გამოიყენოთ სპეციალური სიმბოლოები)

  • სმარტფონის მომხმარებლის ინტერფეისი (UI) შესაძლებელია განსხვავდებოდეს დამოკიდებული მობილურ საოპერაციო სისტემასა (OS) და მწარმოებელთან.

  • თუ როუტერის უსაფრთხოების პროტოკოლი დაყენებულია WEP რეჟიმზე, მაშინ შესაძლებელია ვერ შეძლოთ ქსელის დაყენება. გთხოვთ, შეცვალეთ არსებული უსაფრთხოების პროტოკოლი სხვა პროტოკოლით (რეკომენდებულია WPA2) და ხელახლა დაარეგისტრირეთ პროდუქტი.