მოწყობილობის გასუფთავებამდე, შეუწყვიტეთ დენის მიწოდება. გადამრთველის მდგომარეობა OFF არ ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობას არ მიეწოდება დენი.
საიმედოდ შესვით სადენის ელექტრო შტეკერი როზეტში, როცა სრულად მოაცილებთ ტენს და მტვერს.
გასასუფთავებლად მოწყობილობას არ შეასხათ წყალი არც გარედან და არც შიგნიდან.
არასოდეს არ გამოაძროთ დენის შტეკერი კაბელზე ხელის მოკიდებით. როზეტიდან ამოსაღებად, ყოველთვის მჭიდროდ მოკიდეთ ხელი დენის შტეკერს და ამოიღეთ როზეტიდან სწორხაზოვანი მიმართულებით.
მხოლოდ LG Electronics-ის კვალიფიციურმა პერსონალმა უნდა დაშალოს, შეაკეთოს ან შეცვალოს პროდუქტი. თუ თქვენ გადაადგილდებით და დაამონტაჟებთ მოწყობილობას სხვა ადგილას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ LG Electronics-ის სატელეფონო ცენტრს.