ეს მახასიათებელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ მოდელში.
მართვის პანელი მოცემულია მაცივრის კარზე ან მაცივრის შიგნით (დამოკიდებულია მოდელზე).
ტიპი A
ტიპი B
Fridge
განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა 1 °C-დან 7 °C-მდე.
მაცივრის ნაგულისხმევი ტემპერატურაა 3 °C.
Express Cool
ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გააგრილოს დიდი რაოდენობით ისეთი საჭმელი, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და ა.შ.
ეს ფუნქცია რიგრიგობით ირთვება და ითიშება ყოველ ჯერზე, როდესაც ღილაკს 3 წამის განმავლობაში აჭერთ.
Freezer
განმეორებით დააჭირეთ ამ ღილაკს, რათა აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა -15 °C-დან -23 °C-მდე.
საყინულის ნაგულისხმევი ტემპერატურაა -18 °C.
Express Freeze
ამ ფუნქციას შეუძლია სწრაფად გაყინოს დიდი რაოდენობით ყინული ან გაყინული საკვები.
ეს ფუნქცია რიგრიგობით ირთვება და ითიშება ყოველ ჯერზე, როდესაც ღილაკს 3 წამის განმავლობაში აჭერთ.
ეს ფუნქცია ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ.
როდესაც ეს რეჟიმი ჩართულია, შესაძლოა წარმოიქმნას ხმაური, ხოლო ენერგომოხმარება გაიზარდოს.
Vacation
ეს ფუნქცია საჭიროა, როცა შვებულებაში ხართ და სახლში არ იმყოფებით. ამ ფუნქციის ჩართვით მაცივრის ტემპერატურა არის 7 °C, ხოლო საყინულის ტემპერატურა –15 °C. ამ ფუნქციის გამორთვის შემდეგ ტემპერატურები უბრუნდება წინა არსებულ ტემპერატურას.
ეს ფუნქცია ჩართულია და გამორთულია რიგრიგობით, ღილაკზე ყოველი დაჭერისას.
როცა ეს ფუნქცია გააქტიურებულია, სხვა ღილაკები არ იმუშავებს, გარდა Lock და Wi-Fi ღილაკებისა.
Eco Friendly შეიცვალა სახელი და დაერქვა Vacation.
როდესაც აღნიშნული ფუქცია გააქტიურებულია, ყურადღება მიაქციეთ იმ პროდუქტების ან საკვების შენახვას, რომელსაც უფრო დაბალი ტემპერატურა სჭირდება.
სახლში დაბრუნების შემდეგ გამორთეთ ეს ფუნქცია, რათა გახსნათ სხვა ღილაკების გამოყენების შესაძლებლობა და მაცივარი წინა არსებულ ტემპერატურას დაუბრუნდეს.
Wi-Fi*1
ეს ღილაკი საშუალებას აძლევს მოწყობილობას, დაუკავშირდეს სახლის Wi-Fi ქსელს. იხილეთ SMART FUNCTIONS ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააყენოთ პირველად LG ThinQ აპი.
Lock*1
ამის საშუალებით შესაძლებელია პანელზე ღილაკების ბლოკირება
მართვის პანელის ღილაკების დასაბლოკად ხანგრძლივად დააჭირეთ Lock ღილაკს 3 წამის განმავლობაში, სანამ ფუნქცია არ გააქტიურდება.
ფუნქციის გამორთვისთვის ხანგრძლივად დააჭირეთ Lock ღილაკს 3 წამის განმავლობაში, სანამ ფუნქცია არ დეაქტივირდება.
საჭმლის ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანახად თითოეული განყოფილებისთვის რეკომენდებულია ნაგულისხმევი ტემპერატურის 1 °C-ით ან ერთი საფეხურით გაზრდა ან შემცირება.
მართვის პანელი ავტომატურად გაითიშება ენერგიის დასაზოგად.
გაწმენდის დროს, მართვის პანელთან თითის ან კანის შეხების შემთხვევაში, შეიძლება ჩაირთოს ღილაკის ფუნქცია.