ეს მართვის პანელი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ მოდელში.
მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს, რათა გამოიყენოთ ხმის დიაგნოსტიკური მეთოდი.
გაუშვით LG ThinQ აპლიკაცია და მენიუში აირჩიეთ Smart Diagnosis ფუნქცია. იხელმძღვანელეთ LG ThinQ აპლიკაციაში მოცემული ინსტრუქციებით ხმოვანი დიაგნოზისთვის.
დააჭირეთ Lock ღილაკს, ბლოკირების ფუნქციის გასააქტიურებლად.
თუ ეკრანი 5 წუთზე მეტ ხანს დაიბლოკება, ბლოკირება უნდა გათიშოთ და შემდეგ კვლავ გაააქტიუროთ.
დააჭირეთ და დააყოვნეთ თითი Freezer ღილაკზე 3 წამის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად.
გააღეთ კარი და დაიჭირეთ ტელეფონი დინამიკის ხვრელთან ახლოს.
მონაცემთა გადაცემის დასრულების შემდეგ, დიაგნოზი გამოვა მოწყობილობის ეკრანზე.
გააღეთ მაცივრის კარი.
დააჭირეთ ღილაკს Vacation.
თუ კარი 60 წამზე მეტ ხანს იყო ღია, დახურეთ კარი და გაიმეორეთ 1 და 2 ეტაპები.
Eco Friendly შეიცვალა სახელი და დაერქვა Vacation.
დაიჭირეთ ტელეფონი დინამიკის ხვრელთან ახლოს.
დანგრძლივად დააჭირეთ Freezer ღილაკს 3 წამის ან მეტის განმავლობაში, ხოლო ტელეფონი გეჭიროთ დინამიკთან მონაცემთა გადაცემის დასრულებამდე.
მონაცემთა გადაცემის დასრულების შემდეგ, დიაგნოზი გამოვა მოწყობილობის ეკრანზე.
საუკეთესო შედეგების მისაღებად, არ ამოძრაოთ ტელეფონი, სანამ სიგნალები გამოიცემა.