პირველი > მონტაჟი > გასწორება და კარების რეგულირება > მაცივრის მარცხენა კარის გათანაბრება

მაცივრის მარცხენა კარის გათანაბრება

A ტიპის მოწყობილობა

გააღეთ მაცივრის კარი და ქანჩის გასაღების c გამოყენებით მოატრიალეთ კარის ანჯამის ჭანჭიკი.

B ტიპის მოწყობილობა

C-Clip (მზამბარავი საჩერებელი რგოლი) შეიძლება მოდელიდან გამომდინარე განსხვავდებოდეს.

  • A ტიპის მზამბარავი საჩერებელი რგოლი

    თუ კარი ძალიან დაბალია, წამოსწიეთ მარცხენა კარი და მახვილტუჩას გამოყენებით ჩასვით მზამბარავი საჩერებელი რგოლები, სანამ ორივე კარი არ გათანაბარდება.

  • B ტიპის მზამბარავი საჩერებელი რგოლი

    თუ კარი ძალიან დაბალია, წამოსწიეთ მარცხენა კარი და სათანადო სისქის მხოლოდ ერთი მზამბარავი საჩერებელი რგოლი ჩასვით.

    • თუ მზამბარავი საჩერებელი რგოლი უკვე ჩასმულია შუა ანჯამში, ამოიღეთ ის, სანამ ახალს ჩასვამთ.

ფრთხილად
  • კარი მძიმეა. ტრავმის თავიდან ასაცილებლად კარის ასაწევად და გასათანბრებლად ორი ადამიანია საჭირო.

  • მცირე დეტალები შეიძლება ბავშვებმა გადაყლაპონ. მზამბარავი საჩერებელი რგოლები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.