InstaView საშუალებას გაძლევთ, მაცივრის კარის გაღების გარეშე გაიგოთ, ხომ არ იწურება ხშირად გამოყენებული ისეთი პროდუქტები, როგორიცაა გამაგრილებელი სასმელები და ხემსი.
ორჯერ დააკაკუნეთ შუშაზე, რათა ჩართოთ ან გამორთოთ LED ნათურა InstaView-ის შიგნით.
ათი წამის შემდეგ LED ნათურა ავტომატურად გამოირთვება.
ფუნქცია InstaView 2 წამით გაითიშება საყინულის მარცხენა ან მარჯვენა კარის დახურვის შემდეგ.
დააკაკუნეთ შუშის ცენტრთან ახლოს. შუშის კიდეებთან დაკაკუნებამ შეიძლება არ გაააქტიუროს InstaView ფუნქცია.
საკმარისად ძლიერად დააკაკუნეთ ისე, რომ კაკუნის ხმა გაისმას.
InstaView შეიძლება იმ შემთხვევაშიც გააქტიურდეს, თუ მაცივრის სიახლოვეს მაღალი ხმა გაისმება.
გაწმინდეთ შუშის კარი მშრალი ქსოვილით. ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად ოდნავ დაასველეთ ქსოვილი ნელთბილი წყლით ან შუშის საწმენდით. არ მიასხათ შუშის საწმენდი უშუალოდ შუშის კარს.